რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მე­წყრულ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რთულ ტექ­ტო­ნი­კურ და მორ­ფო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­თან ერ­თად, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 5-6-7 თე­ბერ­ვალს მო­სულ უხვ ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­თან. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით მო­სუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80-100მმ შე­ად­გი­ნა, რაც თე­ბერ­ვლის თვის კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის 50-80%-ს შე­ად­გენ­და.

“ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2024 წლის 7 თე­ბერ­ვალს, მდი­ნა­რე ხა­ნის­წყლის ხე­ო­ბის მარ­ჯვე­ნა ფერ­დობ­ზე, ად­გი­ლი ჰქონ­და კლდეზ­ვა­ვუ­რი ტი­პის მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მე­წყე­რი გან­ვი­თარ­და ფერ­დო­ბის ქვე­და ნა­წილ­ში, ძლი­ერ ცი­ცა­ბოდ დახ­რილ ზე­და­პირ­ზე (60-650), ფერ­დო­ბის ამ­გებ ძლი­ერ გა­მო­ფი­ტულ ტუფ­ქვი­შაქ­ვებ­ში, ტუ­ფებ­ში და არ­გი­ლე­ტებ­ში (ზე­კა­რის წყე­ბა).

მე­წყრუ­ლი მო­წყვე­ტის ფლა­ტის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრის სი­გა­ნე ზედა ნა­წილ­ში 20-25-მ-ია, ხოლო ქვე­და ნა­წილ­ში 90-100 მ შ. დი­ნა­მი­კა­ში მო­სუ­ლი მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა შე­ად­გენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექ­ტო­ნი­კურ და მორ­ფო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­თან ერ­თად, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 5-6-7 თე­ბერ­ვალს მო­სულ უხვ ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­თან. კერ­ძოდ, ქუ­თა­ის­ში, ზეს­ტა­ფონ­ში და დიმ­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით მო­სუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80-100მმ შე­ად­გი­ნა, რაც თე­ბერ­ვლის თვის კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის 50-80%-ს შე­ად­გენ­და.

მე­წყერ­მა სრუ­ლად და­ან­გრია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და ჩა­კე­ტა მდი­ნა­რე ხა­ნის­წყლის მარ­ჯვე­ნა ფერ­დობ­ზე გა­მა­ვა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა. მოხ­და დიდი ტრა­გე­დია, მე­წყერ­მა გა­მო­იწ­ვია მსხვერ­პლი - გარ­დაც­ვლი­ლია 4 და ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა 6 პი­რის მი­მართ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 6 თე­ბერ­ვალს, დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩა­მოწ­ვა ზვა­ვი, ხოლო ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი.

"ერთი მხრივ ზვა­ვის, მე­ო­რე მხრივ კი მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მო­ლით­ში ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი.

კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვხე­დავთ, რომ გახ­ში­რე­ბუ­ლია სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იწ­ვევს გან­სა­კუთ­რე­ბით უხვ ნა­ლე­ქებს, რაც მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ხდე­ბა თან­მდე­ვი სტი­ქი­ე­ბის, რო­გო­რიც არის წყალ­დი­დო­ბე­ბი, წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, მე­წყრე­ბი და ღვარ­ცო­ფე­ბი. უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლამ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უფრო მე­ტად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აქ­ტი­უ­რა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან ზო­ნებ­ში. სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე სწავ­ლო­ბენ ვი­თა­რე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz