"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი? | Allnews.Ge

"ბავშვების დედა იტალიაშია, ყველა შოკირებული ვართ... მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია..." - რას ჰყვება სოფელ ნერგეეთის სკოლის პედაგოგი?

წუ­ხელ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა მი­წის მა­სი­დან 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით, 70% არის მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი.

"ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­ნა­ხია 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა და­მა­ტე­ბით, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ ყვე­ლა არ იქ­ნე­ბა ნა­ნა­ხი" - აღ­ნიშ­ნა მან.

ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი. AMBEBI.GE ბავ­შვე­ბის პე­და­გოგს, ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ერთ ოჯახს ეძე­ბენ ამ დრო­ის­თვის, მამა და სამი შვი­ლი. სა­მი­ვე ბავ­შვი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ტყუ­პი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, გო­გო­ნე­ბი მე­ცხრე კლას­ში არი­ან. მეც ამ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, ჩემი მე­ზო­ბე­ლია ეს ოჯა­ხი.

- ტრა­გე­დი­ის დროს, სად იყა­ვით?

- ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იყო, დამ­ტვრე­უ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ხე­ე­ბი, ღო­ბე­ე­ბი, არა­ფე­რი გვი­ვარ­გა ეზო­ში. ღა­მის ორის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და ტყი­დან სა­ში­ნე­ლი გუ­გუ­ნი გა­ვი­გეთ, რას ვი­ფიქ­რებ­დით, მიწა თუ მო­წყდე­ბო­და. სამ ოჯახს გა­და­უ­ა­რა მე­წყერ­მა. მთე­ლი უბა­ნი გა­რეთ ვი­ყა­ვით, დი­ლას შე­მო­ვე­დი სახ­ლში. სა­მაშ­ვე­ლო­ე­ბი მო­ვიდ­ნენ, სა­ირ­მი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი გა­უშ­ვეს. ორი ოჯა­ხი იპო­ვეს და მე­სა­მე ვერა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ჩა­ნან. რამ­დენ­ჯერ დავ­რე­კეთ წუ­ხელ და არც ცო­ცხლე­ბი ჩა­ნან და არც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი.

შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს ბავ­შვე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, მე­ხუ­თე კლა­სი­დან ვას­წავ­ლი, ბიჭი ჩემი შვი­ლის მე­გო­ბა­რია. ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი დაგ­ვე­მარ­თა. იხილეთ სრულად

myquiz