"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე | Allnews.Ge

"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და ოთხი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა 3 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვა, მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ 6 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რო­გორც ერთ-ერთი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და, გა­მოს­წრე­ბა ვე­რა­ვინ მო­ას­წრო.ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი.

"ერთი სახ­ლი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მო­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მამა და სამი შვი­ლი და მე­ო­რე სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი - ჩემი მაზ­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და დე­დამ­თი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

"წვი­მე­ბის დროს სულ ასე­თი პრობ­ლე­მა იყო, სახ­ლე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივ­დი­ო­დი ხოლ­მე და სახ­ლს ვტო­ვებ­დი. ეს პრობ­ლე­მა წლე­ბია არ­სე­ბობს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

რა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს-მ?

"იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, ჩა­მო­წო­ლი­ლია მე­წყე­რი, რის შე­დე­გა­დაც მი­წის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ად­გილ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, გა­დარ­ჩე­ნი­ლი და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლია 1 მო­ქა­ლა­ქე, ნა­პოვ­ნია 3 ცხე­და­რი, ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა 6 პი­რის მი­მართ.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს.

სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი, კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი".

myquiz