როდემდე შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში - რას ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოში?
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. უფრო მეტი, ამ დღეებში ტემპერატურა 20 გრადუსამდე გაიზრდება
სვეტლანა ნიორაძე:
- დღეს შენარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქროდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. გზების ბევრ მონაკვეთზე შეზღუდვებია, ქარბუქია, შეზღუდული ხილვადობა, რთულია გადაადგილება.
უამინდობა შენარჩუნდება ხვალ დილამდე, ხვალ უკვე დღის მეორე ნახვრიდან გამოიდარებს მთელ საქართველოში და ტემპერატურაც მოიმატებს. ხვალ უკვე დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, 14 გრადუსამდე.
ზეგიდან კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე, აღმოსავლეთში 15-მდე. 10-11 თებერვლისთვის დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს, აღმოსავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე ველოდებით ტემპერატურის მომატებას. ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი. იხილეთ სრულად