თბილსერვისჯგუფი 50 000 "მინდვრის ცოცხზე" ტენდერს აცხადებს - ამისთვის 43 000 ლარი დაიხარჯება | Allnews.Ge

თბილსერვისჯგუფი 50 000 "მინდვრის ცოცხზე" ტენდერს აცხადებს - ამისთვის 43 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული თბილსერვის ჯგუფი სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს ცოცხებზე, რომელიც განკუთვნილი იქნება გარე გამოყენებისთვის — ეზოსთვის ან ქუჩისთვის.

სატენდერო პირობაში დაკონკრეტებულია, რომ სატენდერო წინადადება ე.წ. "მინდვრის ცოცხს" გულისხმობს.ამისთვის თბილსერვის ჯგუფმა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა 2024 წლის 26 იანვარს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 50 000 ერთეული "მინდვრის ცოცხის" შესაძენად გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, მთლიანობაში, 43 000 ლარი იქნება.

სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პირველ ეტაპზე, არანაკლებ 25 000 ერთეული ცოცხის მიწოდება უნდა შეძლოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო, მე-2 ეტაპზე, დარჩენილი რაოდენობა — ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

myquiz