"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული | Allnews.Ge

"სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს... შოკი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დააკავებული

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 წლის მო­ზარ­დის მა­მის მიერ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნამ ნა­ად­რე­ვად იმ­შო­ბი­ა­რა, რის შემ­დე­გაც ნა­ყო­ფი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­ღუ­პა, მო­ზარ­დმა კი კლი­ნი­კა დღეს და­ტო­ვა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კი­თხეს.

"იქ მოყ­ვა, რომ მას ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­პა­ტი­უ­რებ­და მამა. სად­მე თუ იტყვი, ყვე­ლას დავ­ხო­ცა­ვო, ემუქ­რე­ბო­და ბავ­შვს“,- გა­ნუ­ცხა­და გო­გო­ნას თა­ნა­სოფ­ლელ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.

გარ­და ამი­სა, ვრცელ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტა­რი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დმა სკო­ლა გა­სულ წელს და­ამ­თავ­რა და მის­თვის არას­დროს შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, რომ ის შე­საძ­ლოა, ძა­ლა­დო­ბის, მათ შო­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. მი­სი­ვე თქმით, შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად, მამა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

"სა­ა­ხალ­წლო ზე­იმ­ზეც იყო სკო­ლა­ში მო­სუ­ლი. ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც, მის­თვის არ შეგ­ვი­ტყვია არა­ფე­რი, ჩვენ­თვი­საც შოკი იყო ეს ამ­ბა­ვი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის­თვის არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია. არა­ვის მო­უ­ტა­ნია ამ­ბა­ვი, რომ ოჯახ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. კარ­გი მოს­წავ­ლე იყო. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ წელს ჩა­ბა­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა, ინ­გლი­სურ­ში და­მა­ტე­ბით უნდა მო­ვემ­ზა­დოო. ახლო მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და, 24 სა­ა­თი ერ­თად იყ­ვნენ და არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია მას­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა“,- გა­ნუ­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.

ცნო­ბის­თვის, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 17 წლის მო­ზარ­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-137-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

myquiz