დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება - პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს
დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.