"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე | Allnews.Ge

"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ 2022 წლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო, 2021 წლის შემ­დეგ, დე­პუ­ტა­ტებს დეკ­ლა­რა­ცია არ შე­უვ­სი­ათ.

რო­გორც informator.ua წერს, იას­კომ მი­უ­თი­თა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის ქა­ლიშ­ვილს დე­დის გვა­რი აქვს. ბავ­შვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­სე­ი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ იას­კო მი­ხა­ი­ლოვ­ნა.

65bb6011d119f452628957-41367-1707126313.webp

ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მას შვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რო­გორც მე­დია წერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც კი არ უნა­ხავთ ბავ­შვი.

"არც მე და არც დე­და­ჩემს არ გვი­ნა­ხავს მი­შა­სა და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით­მა ინ­ფორ­მა­ტორს. იხილეთ სრულად