ვინ არის ზელენსკის თანაპარტიელი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელსაც სუს-ი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ედავება? | Allnews.Ge

ვინ არის ზელენსკის თანაპარტიელი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელსაც სუს-ი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ედავება?

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე იყო ჩარ­თუ­ლი და პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" წევ­რი ან­დრეი შა­რა­ში­ძე უწევ­და.

2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაასუს-ის გან­ცხა­დე­ბით, შა­რა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ელექტრო მან­ქა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი ერ­თე­უ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რი. არ­სე­ბუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო კონ­ტე­ი­ნე­რე­ბად.

"ორი­ვე მათ­გან­ში ჯამ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­ნაღმვე­ლი ჯგუ­ფის მიერ ამო­ღე­ბულ იქნა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხოლო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აღ­ნიშ­ნულ კონ­ტე­ი­ნე­რებს და­უბ­რუნ­და პირ­ვან­დე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სახე და ე.წ. მუ­ლა­ჟე­ბის სა­ხით კვლავ დაბ­რუ­ნე­ბულ იქნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ამა­ნათ­ში, რათა წარ­მო­ე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გამ­ხდა­რი­ყო ცნო­ბი­ლი რო­გორც დამ­კვე­თე­ბის, ისე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის. ამა­ნა­თის შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი, რა თქმა უნდა, კონ­ტროლ­დე­ბო­და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დამ­კვე­თე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი პი­რე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ჩარ­თულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის საქ­მე­ში, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლი­ყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბი.

დად­გე­ნი­ლია, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის პლას­ტი­კურ ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას C-4 შე­ი­ცავს, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო დე­ტო­ნა­ტო­რის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტა­ი­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ერ­თო წონა 14 კი­ლოგ­რამს აღ­წევს. კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ასე­ვე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 6 ერ­თე­უ­ლი დე­ტო­ნა­ტო­რი და 6 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ექ­ვსი­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუთ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი ამ­დე­ნი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ტა­ი­მე­რი, რო­მელ­შიც პროგ­რა­მუ­ლად უკვე ჩა­წე­რი­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი დრო.ამო­ღე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ექ­ვსი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ და გათ­ვლი­ლია და­ზი­ა­ნე­ბის ფარ­თო რა­დი­უს­ზე. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას და მას­შტა­ბურ მსხვერ­პლს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მუხ­ტი სიმ­ძლავ­რით ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრო­ტი­ლის მუხტს.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­მო­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და ამო­ღე­ბუ­ლი აუ­დიო ფა­ი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ოდე­სი­დან რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის და თურ­ქე­თის გავ­ლით მიმ­დი­ნა­რე წლის 19 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტით „სარ­ფი“ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ვე­ნის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლით და იგეგ­მე­ბო­და მისი გა­ტა­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლაქ ვო­რო­ნეჟ­ში, სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის „და­რი­ა­ლი“ მეშ­ვე­ო­ბით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დამ­კვე­თის და­ვა­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის, სა­დაც სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა სცა­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი­დან. ხოლო მე­ო­რე კონ­ტე­ი­ნე­რი - სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, და­ტო­ვეს თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შე­ჩე­რე­ბულ და ამო­ღე­ბულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გზავ­ნი­ლი იმ დროს, რო­დე­საც მას უნდა გა­და­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრან­ზი­ტუ­ლად გა­ტა­ნა­ში, ხოლო მე­ო­რე მათ­გა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე. საქ­მის მა­სა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის, გარ­და შა­რა­ში­ძი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ ცნო­ბი­ლი არ იყო მან­ქა­ნის აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და კაფ­სულ-დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მხი­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის, სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის დად­გე­ნის, თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და სამ­ხი­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ტო­ვე­ბულ სამ ერ­თე­ულ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას - გან­კუთ­ვნი­ლი იყო რუ­სეთ­ში გა­სა­ტა­ნად თუ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად, ამას მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. თუმ­ცა, აღიშ­ნუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა იძ­ლე­ვა იმის ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და მთელ ამ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მრავ­ლად ჩარ­თვა, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ მო­საზ­რე­ბის შექ­მნას, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, დაბ­რა­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც და­გეგ­მვის, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა­სა და შე­ნახ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა და­ზუს­ტდეს კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე 18-323 მუხ­ლით გაგ­რძელ­დეს, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ათი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე კომ­პლექ­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“, - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, „პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი“ წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ან­დრეი შა­რა­ში­ძე იყო, რო­მე­ლიც 2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის რა­და­ში „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ პარ­ტი­ი­დან იყ­რი­და კენ­ჭს.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში, ან­დრეი შა­რა­ში­ძე­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა. ძი­ე­ბის შე­დე­გად მოვ­ხვდით შა­რა­ში­ძის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. შა­რა­ში­ძე ოდე­სის ქუ­ჩებ­ში და­დის ამ­ბობს: ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე დიდი სევ­და ნარ­კო­მა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს "სიკ­ვდი­ლის ნიშ­ნე­ბი" - ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­ი­და­ნაც ყიდ­ვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იწე­რე­ბა მთე­ლი კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში. მე გა­ვა­სუფ­თა­ვებ ტე­რი­ტო­რი­ას ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი საფრ­თხის­გან და გპირ­დე­ბით, რომ თქვენს შვი­ლებს ქუ­ჩი­დან გა­მო­ვიყ­ვან! და­ვარ­წმუ­ნებ მათ, რომ სპორ­ტი და ცხოვ­რე­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლია! მე ყო­ველ­თვის მო­ვალ თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან მე ვარ თქვე­ნი სას­წრა­ფო!

2020 წლის 24 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

myquiz