პაატა მანჯგალაძე - 17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს - ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! | Allnews.Ge

პაატა მანჯგალაძე - 17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს - ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?!

17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე დასახელდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა ქართველი ხალხისთვის სახიფათო და შეურაცხმყოფელია.

„17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი თორმეტი წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი „ქოცი“ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.

ცვლილებები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეალურია და ხალხის გამარჯვებაც რეალურია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

myquiz