ვინ არის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი "აზოვსტალის" დამცველი? | Allnews.Ge

ვინ არის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი "აზოვსტალის" დამცველი?

რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ტყვე­ე­ბის მო­რი­გი გაც­ვლა შედ­გა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლი ზაქ­რო (ზა­ხარ) ნო­ნი­აშ­ვი­ლი და ის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და.

ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მო­პყრო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში გა­ნა­ცხა­დეს.

"2022 წლის მა­ის­ში, "აზოვსტა­ლი­დან" ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, ის ხელ­ში რუს ტე­რო­რის­ტებს ჩა­უ­ვარ­და ცოლ ტა­ტი­ა­ნას­თან ერ­თად. ექვს თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ქა­ლის გაც­ვლა და უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა.

zakro-42774-1706778087.jpg

ტა­ტი­ა­ნა ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად დნიპ­რო­ში და­სახ­ლდა. თუმ­ცა. 2023 წლის 14 იან­ვარს რუ­სებ­მა რა­კე­ტით და­არ­ტყეს სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, სა­დაც ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ტა­ტი­ა­ნა და მისი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუპ­ნენ, ასე­ვე და­ი­ღუ­პა ზაქ­როს დე­დაც", - ნათ­ქვა­მია შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თავ­დას­ხმას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, 19 წლის რუს­ლა­ნა გა­და­ურ­ჩა.

myquiz