ვის და რა პირობებით დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფი? | Allnews.Ge

ვის და რა პირობებით დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფი?

თავრობა ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობის ნაწილს წელსაც დაუსუბსიდირებს. შეღავათით დაახლოებით, 1.6 მილიონი აბონენტი ისარგებლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, სუბსიდიით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, დასუბსიდირდება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ი ელექტროენერგია 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

იხილეთ სრულად

myquiz