რა ქონებას ფლობს რკინიგზის გენერალური დირექტორი, რომელსაც დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ აქვს | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს რკინიგზის გენერალური დირექტორი, რომელსაც დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ აქვს

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 24 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომელიც 28 000 აშშ დოლარად აქვს შეძელი, 6 მიწის ნაკვეთი, თბილისსა და მარნეულში, ასევე, არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რომლის ღირებულება 10 000 აშშ დოლარია.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ფერაძე ასევე ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომელთა შორისაა Liberty Consumer (Galt & Taggart Capital)-ის, Teliani Valley-ისა და United Georgian Bank-ის აქციები.

ამასთან, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა, Galt & Taggard-ის ანგარიშზე - 2 756,72 ლარს, „თიბისი ბანკის“ მიმდინარეზე ჯამში - 4 225,18 ლარს, საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე - 2 325,69 ლარს, 142,7 ევროს, საკრედიტოზე - 1 463,68 ლარს, 193,36 აშშ დოლარს, მიმდინარეზე - 5 081,42 ლარს, 900 დოლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დავით ფერაძეს, საცხოვრებელი სახლის იჯარიდან 2022 წელს, მიღებული აქვს 4 400 აშშ დოლარი.

აქვე, აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძეს დაკავებულ თანამდებობაზე მიღებული ხელფასის ოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. იხილეთ სრულად

myquiz