"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს? | Allnews.Ge

"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, 2 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო ერთ პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ა.-ს ბრა­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბა­ში ედე­ბა, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ჭ., ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ბ.-ს.

„და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ა.-მ შე­ი­მუ­შა­ვა არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბის სქე­მა, რომ­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნი­სა და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გა­წე­ვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით აი­ძუ­ლებ­და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ეთხო­ვა მო­წყა­ლე­ბა, მი­ღე­ბულ თან­ხას კი სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­და.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ა.-ს მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ო.ჭ.-სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143 სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz