"4-5 წელში თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება" - როგორია გეგმა, რომელ უბნებშია ყველაზე მეტი მიუსაფარი ძაღლი და როდის მიმართავენ თავშესაფრებში ევთანაზიას? | Allnews.Ge

"4-5 წელში თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება" - როგორია გეგმა, რომელ უბნებშია ყველაზე მეტი მიუსაფარი ძაღლი და როდის მიმართავენ თავშესაფრებში ევთანაზიას?

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ 4-5 წე­ლი­წად­ში დე­და­ქა­ლაქ­ში მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა. იქამ­დე კი პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია, სტერ­ლი­ზა­ცია და და­წეს­დე­ბა მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბი იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, ვინც ში­ნა­ურ ცხო­ველს ქუ­ჩა­ში და­ტო­ვებს.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, დღე არ გავა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ არ შეგ­ვხვდეს პოს­ტი, სა­დაც წე­რენ, რომ ქუ­ჩის ძაღ­ლმა ადა­მი­ანს უკბი­ნა. შემ­დეგ ეს იწ­ვევს დის­კუ­სი­ას და სვა­მენ კი­თხვას, რას აკე­თებს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო?

- ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბაა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია, იდენ­ტი­ფი­კა­ცია, მათი სტე­რი­ლი­ზა­ცია, კას­ტრა­ცია და ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და ცხო­ვე­ლე­ბის დაც­ვა სხვა სა­ში­ში ცხო­ვე­ლე­ბის­გან და ქა­ლაქ­ში ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი იცხოვ­რე­ბენ მე­გობ­რუ­ლად.

- დღეს არის დე­და­ქა­ლაქ­ში ასე­თი გა­რე­მო?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ასე­თი გა­რე­მო, რად­გან სა­კი­თხი მას­შტა­ბუ­რია და ეს მხო­ლოდ თბი­ლი­სის პრობ­ლე­მა არ არის, მთე­ლი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა. ეს სა­კი­თხი რომ გა­და­იჭ­რას მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბი, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია, კას­ტრა­ცია და რე­გის­ტრა­ცია. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა მაია ბი­თა­ძის ჩარ­თუ­ლო­ბით და წე­სით მალე უნდა გვქონ­დეს კა­ნო­ნი, რაც ხელს შეგ­ვი­წყობს უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­დეთ.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ, ჩვენ საქ­მეს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ გამ­რავ­ლე­ბის წყა­რო­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბის მიგ­რა­ცია რე­გი­ო­ნე­ბი­დან, ასე­ვე პატ­რო­ნის მხრი­დან მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი ისევ არ­სე­ბობს. უი­მე­დოდ ნამ­დვი­ლად არ ვართ, ეს კა­ნო­ნი რომ გვექ­ნე­ბა, შე­ე­ზღუ­დე­ბათ მომ­შე­ნებ­ლებს უკონ­ტრო­ლო გამ­რავ­ლე­ბა, ასე­ვე მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბი და­წეს­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც მი­ა­ტო­ვებს სა­კუ­თარ ცხო­ველს, ვეტკლი­ნი­კა ვე­ღარ შეძ­ლებს და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის მი­ღე­ბას და მე­პატ­რო­ნე მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცია. ამ კა­ნო­ნის პი­რო­ბებ­ში 4-5 წლი­ან პე­რი­ოდ­ში ქა­ლაქ­ში შე­იქ­მნე­ბა უსაფრ­თხო, გას­ტე­რი­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცია.

zaglebi-46031-1706256264.jpg

დიახ, ხში­რია დაკ­ბე­ნის ფაქ­ტე­ბი, რად­გან დი­დია ძაღ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია თბი­ლის­ში. არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კვე­ბა­ვენ ამ ძაღ­ლებს, მა­ღა­ზი­ებ­თან, სკვე­რებ­ში, სა­ცხო­ბებ­თან, რეს­ტორ­ნებ­თან, მერე ძაღ­ლებ­საც უჩ­ნდე­ბათ ინ­სტინ­ქტი, რომ და­იც­ვან ის ად­გი­ლი.

ასე­ვე არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, რო­გორ მო­ექ­ცნენ ამ ძაღ­ლებს, ჯოხს უქ­ნე­ვენ, ქვებს ეს­ვრი­ან. ჩვენ ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას, რო­დე­საც კბე­ნის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა, მოგ­ვყავს თავ­შე­სა­ფარ­ში და ათი დღის ვა­და­ში ცოფ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბით. შემ­დგომ კი­ნო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან ამ ძაღ­ლებს და რო­დე­საც ჩათ­ვლი­ან, რომ მზად არი­ან ქა­ლაქ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად, უკან ვაბ­რუ­ნებთ. თუ არ არი­ან მზად, ჩერ­დე­ბი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში, ჩვენ­თან გა­დი­ან სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. იხილეთ სრულად