თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე მოთხოვნადი - 1 წელიწადში 41 ათასი საცხოვრებელი გაიყიდა
2023 წელს თბილისში 41 061 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ მონაცემებს „ქოლიერის“ recov.ge-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მათი კვლევიდან ირკვევა, 2022 წელთან შედარებით ტრანზაქციები შემცირებულია, კერძოდ ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლიურად 4%-ით, ხოლო ძველი პროექტების 16%-ით შემცირდა.
რაც შეეხება უბნებს, გაყიდვების მხრივ ტოპ-3 უბანი დედაქალაქში - სამგორი, საბურთალო და დიდი დიღომი იყო. კერძოდ, გასულ, 2023 წელს სამგორის რაიონში 8 643 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, საბურთალოს რაიონში - 8 238, ხოლო დიდ დიღომში - 6 712 ტრანზაქცია განხორციელდა.
რაც შეეხება სხვა უბნებს, ჩამონათვალი ასეთია:
- გლდანი - 4 729 ტრანზაქცია;
- ნაძალადევი - 3 914 ტრანზაქცია;
- დიდუბე - 3 210 ტრანზაქცია;
- ჩუღურეთი - 1 222 ტრანზაქცია;
- ვაკე - 1 057 ტრანზაქცია;
- კრწანისი - 1 046 ტრანზაქცია;
- მთაწმინდა - 1 032 ტრანზაქცია;
- ისანი - 594 ტრანზაქცია;