თბილისში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება და ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.