ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი საბურთალოზე პრემიუმ კლასის კომპლექსს აშენებს | Allnews.Ge

ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი საბურთალოზე პრემიუმ კლასის კომპლექსს აშენებს

საბურთალო ყოველთვის იყო და დღესაც არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი. ამის მიზეზიდ შეიძლება ჩაითვალოს ქალაქის ცენტრთან სიახლოვე და განვითარებული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე საბურთალოზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება და თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა, რისი დამსახურებითაც საბურთალო საცხოვრებლად კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამ უბანში ბინის შეძენა აქტუალური თემაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი საბურთალოზე აშენებს.

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი უნივერსი

ცოტა ხნის წინ ლიდერმა ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი უნივერსი წარუდგინა. კომპლექსი სრულად უპასუხებს თანამედროვე ადამიანის სურვილებს და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. უნივერსიტეტის ქუჩა საბურთალოს ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული და პრესტიჟული ადგილია, სადაც ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება. Სწორედ არქი უნივერსის წინ შენდება ბაგებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც მაცხოვრებლებს გაუმარტივებს ბაგებსა თუ წყნეთში მოხვედრას.

26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული სივრცე აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება ყველაფერი, რაც მაცხოვრებლებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.

Მშენებლობის ხარისხი

არქი უნივერსის მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. Ერთ-ერთი გამორჩეული მასალაა გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. კომპლექსის ექსტერიერს გამორჩეულსა და დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები, ასევე, უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა, რომელიც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში იწარმოება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია მაღალი სიძლიერის ქარზე, რაც მას საუკეთესო მასალად აქცევს მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებლად. კომპლექსის თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბინის შეძენის პირობები

პრემიუმ კლასის კომპლექსში ბინის შესაძენად არქი მომხმარებელს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს და 12 წლამდე განვადებას სთავაზობს. ბინის შეძენა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე, ხოლო ერთიანად შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ელოდება.

არქი მომხმარებელს მაღალი ხარისხის და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. პერსონალური მრჩევლები ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და სასურველი ბინის შერჩევაში დაეხმარებიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათზე მროგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. არქის პროექტების შესახებ კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

(R)

myquiz