ხმაური და პოლიციელთა მობილიზება - რა ხდება ამ წუთებში კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო სახლიდან ოჯახის გამოსახლებას ცდილობს (ვიდეო)
თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა.
აღსრულების პოლიცია ცდილობს შენობაში შესვლას, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.
შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.