"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე | Allnews.Ge

"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა პოს­ტე­ბი, სა­დაც გუ­და­ურ­ში მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გაზ­რდილ ფა­სებ­ზე წუ­წუ­ნებ­დნენ. "პური - 10 ლარი, წყა­ლი - 5 ლარი, ხა­ჭა­პუ­რი - 45 ლარი...“ - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტუ­სებ­ში, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ სამ­თო კუ­რორტზე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კაფე CUB-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნინო ხა­ჟო­მია Ambebi.ge-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გუ­და­ურ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის შე­სა­ხებ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და "ვერ ხვდე­ბა, ვის ამოძ­რა­ვებს სამ­თო კუ­რორტზე სე­ზო­ნის ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლი".

- ნინო, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბის ხარ­ჯი რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ფა­სე­ბი­სა, ტუ­რის­ტე­ბი თუ არი­ან გუ­და­ურ­ში?

- მო­მა­რა­გე­ბა წელს მი­ნი­მუმ 30%-ით გა­ი­ზარ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რის­ტებს, ძა­ლი­ან ბევ­რია. ტყუ­ი­ლია, რომ გუ­და­ურ­ში ხალ­ხი არ არის, მთას, გუ­და­ურს, მეს­ტი­ას გო­დერ­ძის სე­ზონ­ზე 2-კვი­რი­ა­ნი ჩა­ვარ­დნე­ბი ახა­სი­ა­თებს. მე რვა წე­ლია მთა­ში ვარ და სულ ასეა. 14 იან­ვრი­დან თვის ბო­ლომ­დე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხია. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ასე­ვე ათი დღე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი და მარ­ტი­დან ისევ გა­ვივ­სე­ბით. ეს ყვე­ლამ ვი­ცით, ვინც მთა­ში ვო­პე­რი­რებთ. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ ისევ იყოს ისე­თი შე­მო­ტე­ვა, რო­გო­რიც გვქონ­და ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში.

- ნინო, ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან ტუ­რის­ტე­ბი?

- არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან არი­ან, თუმ­ცა არ არი­ან არა­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არაბ­თა სა­ა­მი­რო­ებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს ბიზ­ნე­სი სა­გა­და­სა­ხა­დო ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გამო და რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მი­უ­ხე­და­ვად ომი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რია ის­რა­ე­ლი­დან. სა­ოც­რე­ბაა და რუ­სე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცოტა, შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინც აქ დარ­ჩა, ფული აღარ აქვს და ვერ ის­ვე­ნებს, ან თა­ვად გახ­სნეს რა­ღა­ცე­ბი და თა­ვი­ანთ ხალ­ხთან და­დი­ან.

- ად­გილ­ზე თუ გი­ნა­ხავთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ფა­სე­ბის გამო და რა ღირს რე­ა­ლუ­რად გუ­და­ურ­ში ხა­ჭა­პუ­რი.

- ჩემ­თან, მა­გა­ლი­თად, ღირს 36 ლარი, ეს არის რვა ნაჭ­რი­ა­ნი სა­მე­ფო ხა­ჭა­პუ­რი, იმე­რუ­ლი სულ­გუ­ნით. ისე­თია, სამი კაცი დაჯ­დე­ბა და იქე­ი­ფებს. სხვე­ბის ფა­სე­ბი არ ვიცი, მე ვარ მთა­ში და იქ რომ ავ­დი­ვარ, ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი აღარ მაქვს. იხილეთ სრულად

myquiz