რუსული საკრუიზო ლაინერი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ბათუმში შევა
ბათუმი საკრუიზო ლაინერის, „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტებს შორისაა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
4-სართულიანი გემი ასტრახანში, გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების სამხრეთის ცენტრის წარმოების ობიექტებზე 2016 წლიდან შენდება. თავდაპოირველად ლაინერს "პეტრე დიდი" დაარქვეს, მაგრამ ამჟამად მას სახელი ცნობილი რუსი პოლიტიკოსის საპატივსაცემოდ შეუცვალეს.
„ვლადიმერ ჟირინოვსკიზე“ კრუიზი მიმდინარე წელს დაიწყება.
ცნობილია გემის მარშრუტი: ის სტამბოლიდან დაიწყება, შემდეგ ბათუმში გაჩერდება, ხოლო ამის შემდეგ სოჭის სანაპიროს ეწვევა. კრუიზი 20 დღეს გაგრძელდება.