რა ჯდება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღება?
როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხდება ქვეყანაში დაბადებით და ნატურალიზაციით (უცხოელისთვის, ან მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის მინიჭება), რასაც თავის პროცედურები აქვს. თუმცა, არსებობს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობაც.
საუბარია, საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე, ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში.
მას საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ:
- დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
- დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
რაც შეეხება მომსახურების ვადებსა და საფასურის, შემდეგნაირად განისაზღვრება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 80 სამუშაო დღეში 65 ლარი ღირს, 60 დღეში - 130 ლარი, 40 დღეში - 260 ლარი, ხოლო 20 დღეში 390 ლარი.