"ფორმულაზე" გადაცემის დახურვის შემდეგ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა - რას აცხადებს იუმორისტი, რომელიც გადაცემას პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს?
ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. იუმორისტი შოუს პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "ფორმულაზე“ "კომედი შოუს" პროექტები დაიხურა. მათ შორის აღმოჩნდა "ნიკა არაბიძის“ შოუც, რომლის უკანასკნელი გადაცემა ეთეში 30 დეკემბერს გავიდა. იუმორისტი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წლების წინ ძალიან განიცადა მშობლიური არხის დატოვება.
- ნიკა, გილოცავთ მშობლიურ არხზე დაბრუნებას, რა ტიპის გადაცემას წაიყვანთ?
- მადლობა, "ღამის შოუს“ ფორმატის იქნება ეს გადაცემა და მე და ბატონი პაატა გულიაშვილი ერთად წავიყვანთ.
- მიშა ანდღულაძემ ისაუბრა "ფორმულაზე“ თქვენს გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეხვდით ამ ამბავს, როდესაც გაიგეთ? კიდევ ვინ იქნება თქვენი გუნდიდან "რუსთავი 2“-ზე?
- მიშამ რაზეც ისაუბრა, მე ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, დამირეკა რამდენიმე ჟურნალისტმაც, მკითხა. არ ვიცი, შეიძლება მიშას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და უფრო მეტი იცის. რაც შეეხება დაბრუნებას, ჯერჯერობით მე დავბრუნდი "რუსთავი 2“-ზე და მომავალში, რა როგორი იქნება, არ ვიცი.
- თქვენ რას აბრალებთ გადაცემის დახურვას, რეიტინგის პრობლემა იყო?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, მე პირადად ძალიან დამღალა რა და ცვლილებების დრო იყო.
- როგორი შეგრძნებით დაბრუნდით მშობლიურ არხზე?
- თავის დროზე, როდესაც "რუსთავი 2“-ზე აღარ ვიყავით, ძალიან მტკივნეულად გადავიტანე. დაბრუნების შემდეგ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახე, ყველას ძალიან გაუხარდა, მიხარია, რომ ასე დამხვდნენ. იხილეთ სრულად