შვებულების შემდგომი სინდრომი: როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივად, დასვენების შემდეგ
შვებულების დროს ვისვენებთ, ვტკბებით ცხოვრებით და ვშორდებით ყოველდღიურ სტრესსა და რუტინას. როცა შვებულება დასასრულს უახლოვდება და სამსახურში ვბრუნდებით, ხშირ შემთხვევაში თავს შვებულების შემდგომი დეპრესია იჩენს. დასვენების სასიამოვნო დღეების დასრულებისა და სამსახურის გრაფიკზე გადაწყობის გამო შეიძლება თავი სევდიანად ვიგრძნოთ, რაც ართულებს ნორმალურ ცხოვრებას და სამსახურში დაბრუნებას.
როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივად, დასვენების შემდეგ:
წინასწარ დაგეგმეთ თქვენი სამსახურში დაბრუნება
ბლოკნოტში ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და გეგმები, შექმენით სამუშაოების სია და დაადგინეთ პრიორიტეტები. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ სიტუაციის კონტროლი და მოახდინოთ კონცენტრაცია საქმეზე.
რუტინას ეტაპობრივად დაუბრუნდით
შვებულებიდან დაბრუნებული მეორე დღესვე ნუ გახვალთ სამსახურში. აიღეთ დამატებით ერთი დღე, რომ სამსახურში დაბრუნება არ იყოს სტრესული. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაიწყეთ ჰიბრიდული გრაფიკით სიარული, ან გამოიყენეთ თავისუფალი დღეები, რათა ნელ-ნელა შეეჩვიოთ მუშაობის რეჟიმს.
პროდუქტიულად გამოიყენეთ სამსახურის შესვენება
შესვენება სამსახურში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პროდუქტიულობაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში. შესვენებები საშუალებას აძლევს გონებას და სხეულს განიტვირთონ. მცირე შესვენების შემდეგ შეგნებული მუშაობა უფრო ეფექტური ხდება. იხილეთ სრულად