"მთლად რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს" - კახა კალაძე | Allnews.Ge

"მთლად რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს" - კახა კალაძე

"მთლად რომ ჩვენ მოგ­ვი­წი­ოს მუ­შა­ო­ბა, მე, ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს, ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იან­ვრის ბო­ლოს დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს და მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლი, ეს პი­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რულ­დე­ბა",- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ გა­წყვი­ტა თბი­ლი­სის მე­რი­ამ იმ კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლე­ბიც წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ.

"წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტია ჩემ­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩვენ აპ­რი­ლის ბო­ლოს და­ვი­წყეთ და მო­სახ­ლე­ო­ბას შევ­პირ­დით, რომ იან­ვრის ბო­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად იქ­ნე­ბო­და აღ­დგე­ნი­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რია. ჩვენ არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად და ახა­ლი გზის და­გე­ბით, გვინ­და, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა იმ პრო­ექ­ტში, სა­დაც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით შევ­დი­ვართ.

და­ვი­წყეთ მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი გამ­ზი­რი არ­სე­ბობს, ამ მას­შტა­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცეს­ში იყო გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ეს არა­ხა­ლია იმი­ტომ, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ვერ ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არის გა­წე­რი­ლი და ამ­ჯე­რა­დაც ასე­თი ფაქ­ტი გვქონ­და. მოგ­ვი­წია იმ 2 კომ­პა­ნი­ას დავ­მშვი­დო­ბე­ბო­დით, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა იან­ვრის ბო­ლოს აღ­დგეს. ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ვერ ეტე­ოდ­ნენ იმ ვა­დებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ რამ­დენ­ჯერ­მე მოგ­ვმარ­თეს აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ვა­დის გა­და­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა, ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა ცრუ მე­დი­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ არ შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში, ვა­დის გა­და­წე­ვა­ზე როცა ვსა­უბ­რობთ, აქ სა­ბო­ლოო ვა­დის გა­და­წე­ვა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. იან­ვა­რი ყო­ველ­თვის ძა­ლა­ში იყო, სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცე­სის შიდა ვა­დებ­ზეა სა­უ­ბა­რი“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, კომ­პა­ნი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით პრობ­ლე­მე­ბი იყო არა მხო­ლოდ ვა­დებ­თან, არა­მედ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­მშვი­დო­ბე­ბო­დით აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის, რო­გორც ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, რო­მელ­საც უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოძ­რა­ო­ბა იან­ვრის ბო­ლომ­დე ორ­მხრი­ვად აღ­დგეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

myquiz