რომელია მანქანის ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშნები საქართველოში? | Allnews.Ge

რომელია მანქანის ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშნები საქართველოში?

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის, იგივე სახელმწიფო სანომრე ნიშნის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლათინური სიმბოლოებისა და ციფრების კომბინირება სურს მანქანის მეპატრონეს. გთავაზობთ, თუ რა ღირს მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოში.

თუ გინდათ, რომ თქვენს სანომრე ნიშანზე ოთხივე სიმბოლო და სამივე ციფრი ერთნაირი იყოს (მაგალითად AA-111-AA, BB-222-BB და ა.შ.), სულ 1000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მსგავსი კატეგორიის ნომრების ფასები კი შემდეგნაირია:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;

001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი;

100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;

თუ გსურთ, რომ სახელმწიფო ნომრის 4 ლათინური ასოდან 3 მათგანი, ხოლო 3 ციფრიდან სამივე, ან 2 მათგანი ერთნაირი იყოს, მოგიწევთ 800, 600, ან 400 ლარის გადახდა.

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;

001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;

100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;

იხილეთ სრულად

myquiz