მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს? | Allnews.Ge

მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს?

თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა ვა­დებ­ზე არ იმოქ­მე­დებს და წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა დათ­ქმულ ვა­და­ში აღ­დგე­ბა.

რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, თით­ქმის ყვე­ლა მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში თავს იჩენს კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

"თბი­ლი­სის მე­რი­ას, უშუ­ა­ლოდ თბი­ლი­სის მერს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თით­ქმის ყვე­ლა მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში თავს იჩენს კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და ხდე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, და­ჯა­რი­მე­ბა ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა.

ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას, თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა არ იმოქ­მე­დებს ვა­დებ­ზე და წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ბა დათ­ქმულ ვა­და­ში“,- ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის მე­რია წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს „ერ ტე დე“-სა და შპს „მი­ლე­ნი­უმ ბილ­დერს გრუპ“-ის მი­მართ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ში გან­მარ­ტავს, რა გახ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი.რო­გორც დო­კუ­მენ­ტებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და სამ­სა­ხუ­რის მიერ ვერ კეთ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბი­თი პროგ­ნო­ზი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე წე­რია, რომ ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ა(ა)იპ „თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ წე­რი­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობს უხა­რის­ხოდ, პრო­ექტთან შე­უ­სა­ბა­მოდ.

„ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-10 მუხ­ლის 10.5 პუნ­ქტის „ზ“ ქვე­პუნ­ქტის (სა­მუ­შა­ო­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ორ­ჯერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მიმ­წო­დე­ბე­ლი არ ახორ­ცი­ე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს) შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­მხრი­ვად შე­გი­წყდათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ხოლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­მხრი­ვად შე­წყვე­ტი­სათ­ვის მე-9 მუხ­ლის 9.10 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ბან­კო გა­რან­ტია ჩა­მო­გერ­თმე­ვათ სრუ­ლად შემ­სყიდ­ვე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ორ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გუ­შინ გა­მოს­ცა.

myquiz