"პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა... მიზნების მისაღწევად ვის დაველაპარაკები?" - რას წერს ნიკა გვარამია | Allnews.Ge

"პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა... მიზნების მისაღწევად ვის დაველაპარაკები?" - რას წერს ნიკა გვარამია

"მზად ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი დათ­მო­ბის­თვის ერ­თო­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით, მათ შო­რის, ცალ­მხრი­ვი დათ­მო­ბის­თვი­საც, - ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლას­თან ისა­უბ­რებს.

“ბევ­რმა მე­დი­ამ და­მი­რე­კა სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კურ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ტერ­ვი­უს­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ ვარ და ამი­ტომ აქ დავ­წერ:

მე ვარ მომ­ხრე ფარ­თო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, რო­მე­ლიც იბ­რძო­ლებს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. 5%-ანი ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა, ათ­კა­ცი­ა­ნი, გინ­დაც ოც­კა­ცი­ა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია, სრუ­ლი­ად უინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის. პი­რა­დად მე, მზად ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი დათ­მო­ბის­თვის ერ­თო­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით, მათ შო­რის, ცალ­მხრი­ვი დათ­მო­ბის­თვი­საც, სხვას თუ კომ­პრო­მი­სე­ბის­თვის გამ­ბე­და­ო­ბა, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და პი­რად­ზე მაღ­ლა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის და­ყე­ნე­ბის პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა.

მე მა­ინ­ტე­რე­სებს ცვლი­ლე­ბე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბიც მქო­ნია და გავ­ლე­ნაც. ამის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ მჭირ­დე­ბა..

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ ერ­თად შევ­ცვა­ლოთ.

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და შე­უქ­ცე­ვა­დად მო­ვი­პო­ვოთ.

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის მარ­თვა­ში გზა გა­ვუხ­სნათ ახალ ხალ­ხს და პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში თა­ო­ბა­თა ცვლა მაქ­სი­მა­ლუ­რად დაჩ­ქარ­დეს.

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ არ იყოს შუ­რის­ძი­ე­ბა.

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ ეს სა­ჭი­რო მგო­ნია აქ და ახლა.

პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­დი­ვარ იმი­ტომ, რომ სა­ერ­თო ბრძო­ლა გა­ვაძ­ლი­ე­რო.

შე­კი­თხვა­ზე "ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ან და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი", გპა­სუ­ხობთ ყვე­ლას“,- წერს გვა­რა­მია.

myquiz