რატომ ავადობს ზოგიერთი ბავშვი უფრო ხშირად, ზოგი კი - იშვიათად - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე | Allnews.Ge

რატომ ავადობს ზოგიერთი ბავშვი უფრო ხშირად, ზოგი კი - იშვიათად - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

ბავშვების რესირატორული ვირუსული ინფექციებით ავადობა ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის ნაცნობი პრობლემაა. ამ თემასთან დაკავშირებით, გთავაზობთ პასუხებს მშობლების ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე:

წელიწადში რამდენჯერ შეიძლება დაავადდეს საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი?

საბავშვო ბაღში სწავლის პირველ ან მეორე წელს მწვავე რესპირატორული ინფექციებით წელიწადში 10-ჯერ დაავადება სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში სიარულს იწყებს, ყოველდღიურად უამრავ ვირუსთან შედის კონტაქტში. ზოგიერთ მათგანს ადრე უკვე შეხვედრია და მისი სხეული ცნობს მას, მაგრამ ზოგიერთს პირველად ხვდება და სწორედ ეს ვირუსები იწვევენ სიმპტომებს.

რატომ ავადდება ზოგიერთი ბავშვი საბავშვო ბაღში ყოფნისას იშვიათად, ზოგი კი ერთკვირიანი სიარულის შემდეგ უკვე ავად არის?

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი სხეულებიც განსხვავებულია. ავადდება თუ არა ადამიანი ვირუსის ან ბაქტერიის ზემოქმედების დროს, დამოკიდებულია მგრძნობელობაზე. ზოგიერთი ბავშვი მართლაც იშვიათად ავადდება საბავშვო ბაღში. სხვები, პირიქით, უფრო ხშირად ავადდებიან. მაგრამ მათი უმეტესობა სკოლაში აღარ ავადმყოფობს ისე ხშირად.

ასუსტებს თუ არა ხშირი გაციებები იმუნურ სისტემას?

არა. თუ ვირუსებით ავადობას არ მოსდევს მძიმე ბაქტერიული გართულებები (8 ან მეტი ყურის ან თვალის ანთება წელიწადში, 3 ან მეტი პნევმონია), მაშინ ბავშვის იმუნიტეტი ნორმალურად მუშაობს. პირიქით, როდესაც ბავშვს აწუხებს რესპირატორული ვირუსული ინფექცია, მისი ორგანიზმი ამ ვირუსის მიმართ ანტისხეულებს წარმოქმნის.

ეს იმუნიტეტისთვის სპორტდარბაზს ჰგავს: როცა გვინდა გავძლიერდეთ, სპორტდარბაზში დავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის შემდეგ თავს დაღლილად გრძნობთ, ეს არ გასუსტებთ. პირიქით, კუნთები ძლიერდება. იგივეა გაციებასთან დაკავშირებით. თითოეული ეპიზოდი ჩვენი იმუნიტეტის ვარჯიშია.

რა ვიტამინები უნდა მივცეთ ბავშვს ხშირი ავადობის დროს?

არ არსებობს სპეციალური ვიტამინები იმუნიტეტისთვის. არ არსებობს წამლები, რომლებიც ასწავლიან ორგანიზმს, არ დაავადდეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით. ისევე როგორც, არ არსებობს აბები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიმაგროთ კუნთები და გამოქანდაკებული სხეული დაიყენოთსპორტდარბაზში სიარულის გარეშე. იხილეთ სრულად

myquiz