უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე - სად რა აკრძალვები მოქმედებს? | Allnews.Ge

უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე - სად რა აკრძალვები მოქმედებს?

სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღეს უა­მინ­დო­ბაა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან 14 იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, ქარ­ბუ­ქი, გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა.

ხოლო 14-15 იან­ვარს ღა­მის სა­ა­თებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყინ­ვა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის -3, -5 გრა­დუ­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნელ­მა და­წე­ვამ შე­საძ­ლოა ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­მო­ნის) და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

უა­მინ­დო­ბის გამო შე­ზღუდ­ვე­ბის გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე - ინ­ფორ­მა­ცი­ას გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს:

მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ხა­შუ­რი-აწყუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

რო­გორც გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ხა­შუ­რი-ახალ­ცი­ხე-ვა­ლეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1–კმ50 (ხა­შუ­რი-აწყუ­რი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. ხოლო, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე ქარ­ბუ­ქი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო, ფა­რავ­ნის უღელ­ტე­ხილ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია:

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (ქარ­ბუ­ქი, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა) გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ110 (ფარ­ვა­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხილ­ზეც:

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ62 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია" - ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, გომი-სა­ჩხე­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია:

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ50 (გომი-სა­ჩხე­რე) მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია"/

myquiz