ძვირად ღირებული სახლები და აგარაკები ბერლინსა და თბილისში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიერ, 2023 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია გამოქვეყნდა.
მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ფლობს:
ქალაქ თბილისში, 2005 წელს შეძენილ 24 კვ.მ ავტოფარეხს, მიწის ნაკვეთებს წყნეთსა და ბაკურიანში, 1900 და 2950 კვ.მ. ამის გარდა, მის მფლობელობაშია წყნეთში აშენებული 450 კვ.მ.-იანი საცხოვრებელი სახლი.
წყნეთის გარდა, ლევან კობიაშვილი, ბერლინში ფლობს 550 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 770 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნახევარს, გერმანიაში, კონკრეტულად კი ბერლინში. აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევრის მფლობელი, მისი მეუღლეა.
ლევან კობიაშვილმა 2023 წლის მონაცემებით, გერმანიაში მუშაობიდან, საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან 40 000 ევრო მიიღო. ასევე გაყიდული ბინიდან, პარლამენტის წევრმა 52 000 დოლარი და 35 000 ლარი მიიღო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრობიდან, 2022 წელს, ჯამურად, ხელფასის სახით 41266.47 ლარი მიიღო. იხილეთ სრულად