რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს ახალი წევრი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს ახალი წევრი?

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, პარლამენტმა ორ ახალ წევრად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი გასულ წლის შემოდგომაზე აირჩია.

გთავაზობთ თეიმურაზ ხომერიკის ქონებრივ დეკლარაციას.

გასული წლის ნოემბერში შევსებული დოკუმენტის მიხედვით, თეიმურაზ ხომერიკის საკუთრებაშია: 173,7 კვ.მ ბინა დედაქალაქში, რომლის ღირებულება 105 000 აშშ დოლარია, მიწის ნაკვეთი ოზურგეთში (8000 აშშ დოლარი), არასაცხოვრებელი ფართი (15 000 აშშ დოლარი) და მიწის ნაკვეთი (2000 აშშ დოლარი) თბილისში.

გარდა ამისა, მის სახელზეა, მემკვიდრეობით გადაცემული, ბახმაროში მდებარე აგარაკის 40%, ბინა თბილისში და საცხოვრებელი სახლი თხინვალში.

დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ხომერიკი ფლობს ორ ავტომობილს. იხილეთ სრულად

myquiz