როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ლოკაცია ზამთარში დასასვებენლად | Allnews.Ge

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ლოკაცია ზამთარში დასასვებენლად

საახალწლო დღესასწაულები ნელ-ნელა მიილია, სათხილამურო სეზონიც უკვე ყველა კურორტზე გაიხსნა და თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ ზამთრის არდადეგები, ახლა დროა, რომ მოემზადოთ. საქართველოში ამიერკავკასიაში საუკეთესო ზამთრის კურორტებია, დღეისთვის 4 მნიშვნელოვანი ადგილი გვაქვს: ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი. პატარა ქვეყნისთვის ბევრი ზამთრის კურორტი, ოთხივე საკმაოდ კარგად მოწყობილი, არჩევანს ართულებს.

ბაკურიანში არც თხილამურებით სრიალის მოყვარულები დარჩებიან უკმაყოფილოები. აქ ორი მნიშვნელოვანი ტრასაა: კოხტაგორა, რომლის უმაღლესი წერტილი 2269 მეტრია და დიველი, რომლის უმაღლესი წერტილიც 2702 მეტრს შეადგენს.

მეორე მნიშვნელოვანი კურორტი გუდაურია, რომელიც თბილისთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს და მისი სათხილამურო ტრასებიც უფრო პროფესიონალებზეა გათვლილი. გუდაური რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათხილამურო კურორტია. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის ფერდობზე, სამხედრო გზის მიმდებარედ. აქ ზამთრის სპორტის მოყვარულთა ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება შეიძლება, იქნება ეს პროფესიონალური ტრასები თუ გაუკვალავი, რომელიც ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა. გუდაური წლებია პირველობას ინარჩუნებს ტრასების მოწყობით, დაშვების სიმაღლით, ტრასების რაოდენობით საქართველოსა და რეგიონში და იზიდავს პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეებს.

გუდაურის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 33 კილომეტრს შეადგენს, კურორტის უმაღლესი წერტილი 3276 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო დაშვების სიმაღლე 1283 მეტრია.

სვანეთის, როგორც სათხილამურო კურორტის განვითარება ბოლო პერიოდია, რაც დაიწყო. მესტია ნებისმიერ სეზონზე იზიდავს დამსვენებელსა და მნახველს. მიზეზები მარტივია, რეგიონი გარშემორტყმულია კავკასიის უდიდესი მწვერვალებით, ეს თვალუწვდენელი მწვერვალები, უძირო ცა, საოცრად ლამაზ სურათს ქმნის.

მართალია, მესტიაში ზამთრის სეზონზე არც ისე ბევრი ვიზიტორია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვითარდება სამთო-სათხილამურო სპორტი, საბაგირო გზით ჰაწვალზე გადასვლის შესაძლებლობა და იქ თხილამურით სრიალი ბევრი მოთხილამურისთვის შეიძლება იყოს მიმზიდველი. ზამთრის სეზონს არ ჰყავს ბევრი ვიზიტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა აქ ვითარდება სამთო - სათხილამურო სპორტი, აქ შესაძლებლობა გაქვთ ქალაქის ცენტრიდან საბაგიროს საშუალებით გადახვიდეთ ჰაწვალის მთაზე და დაკავდეთ თხილამურობით. მესტიაში ორი მთაა: ჰაწვალი და თეთნულდი.თეთნულდის უმაღლესი წერტილია 3165 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 895 მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 13, 4 კილომეტრი. ჰაწვალის უმაღლესი წერტილია 2348 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 480მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 5, 6კილომეტრია.

მთიან აჭარას უდიდესი პოტენციალი აქვს სამთო-სათხილამურო კურორტების ჩამოყალიბებაში. გოდერძი, როგორც კურორტი 2015 წლიდან ჩამოყალიბდა. გოდერძი ამ ეტაპზე არ არის ისეთი კეთილმოწყობილი, როგორც გუდაური ან ბაკურიანი, მისი უმაღლესი წერტილი 2364 მეტრია, დაშვენის სიმაღლე 664 მეტრი, ტრასების საერთო სიგრძე კი 7.3 კილომეტრია.

აუცილებლად გამონახეთ დრო ამ აჭარის მთიანი ნაწილის სანახავად. გოდერძის უმაღლესი წერტილია 2364 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 664 მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 7, 3 კილომეტრი.

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია, თუმცა ეს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა რთულდება იმასთან ერთად, რომ სად დასვენებაც არ უნდა გადაწყვიტო, გჭირდება შესაფერისი ბინები დღიურად. ბინის შერჩევა კი ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, მაშინ, როცა შვებულების რამდენიმე დღე უნდა გამოიყენო, აუცილებელია, შეცდომა არ დაუშვა და ამას უფლება არ მისცე, დასვენება ჩაგაშხამოს.

ამ სტატიაში ამოიკითხავთ რჩევებს, როგორ უნდა შეარჩიოთ კურორტი და ამასთან ერთად, როგორ ამოარჩიოთ ბინების გაქირავება/დაქირავების სერვისი სწორად. შედეგად კი, თქვენი დასვენება აქციოთ დაუვიწყარ გასეირნებათ.

aa-1704879855.png

ბინები დღიურად - მთავარია სამი რამე: მდებარეობა, მდებარეობა, მდებარეობა:

მაშინ, როცა ზამთრის კურორტებზე ვსაუბრობთ, ის, თუ სად დაისვენებთ, უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, როგორ გეგმავთ ამ პერიოდს, ბავშვებთან და ოჯახთან ერთად ჰაერის გამოცვლა გსურთ, მეგობრებთან ერთად სრიალი და გართობა თუ ექსტრემალური სპორტითა და საქართველოს ბუნებით ტკბობა. რადგან ყველა ვარიანტს შესაბამისი კურორტი უნდა მოუძებნოთ, ასევე დამსვენებლების სურვილი და რაოდენობა მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა ბინები დღიურად უნდა ამოარჩიოთ.

რაც შეეხება დასარჩენს, როცა ბინები დღიურად უნდა იქირაოთ, ადგილმდებარეობა უმთავრესია. გაითვალისწინეთ თქვენი სახლის სიახლოვე თქვენთვის სასურველ ტერიტორიასთან, იქნება ეს სასრიალო ტრასები თუ ბავშვთა გასართობი მოედნები. გადაწყვიტეთ, გირჩევნიათ დატკბეთ თოვლითა და მთიანი, ტყიანი გარემოს ხიბლით, ველური ბუნებითა თუ მყუდრო, დახვეწილი კურორტით, რომელიც იდეალურია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის: თხილამურებით სასრიალოდ თუ სნოუბორდისთვის. მაშინ, როცა ბინები დღიურად უნდა აირჩიოთ, თქვენი არჩევანი ბევრ პრეფერენციაზეა დამოკიდებული, ეს არის ერთგვარი ფილტრი. და იმ მოთხოვნებში, რომელიც შეიძლება თქვენს დასარჩენს წაუყენოთ, ლოკაცია უმნიშვნელოვანესია.

22-1704879911.png

კომფორტული ბინები დღიურად მნიშვნელოვანია კომფორტული დასვენების

თვისიმაზე თუ როგორ ბინას აირჩევთ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი დასვენების ხარისხი. დაგეგმილი, იდეალური არდადეგებისთვის, წასვლამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად გამოიკვლიეთ ხელმისაწვდომი ვარიანტების მრავალფეროვნება, დაწყებული თქვენთვის ხელმისაწვდომი სასტუმროებით, გაგრძელებული საოჯახო მოსასვენებლებით და დასრულებული გაქირავებისთვის თქვენთვის შესაფერისი იდეალური ფორმით, ბინები დღიურად. თუ თქვენი არჩევანი სწორედ ასეთი ბინებია, მაშინ ჩვენ გეტყვით, სად უნდა ეძებოთ ბინების გაქირავება/დაქირავების თქვენთვის შესაფერისი ვარიანტები. თუ საიტს, www.bina24.ge , ესტუმრები და უკვე არჩეულ კურორტს მიუთითებ ლოკაციად, აღნიშნავ, რა ფასია შენთვის ოპტიმალური, მიუთითებ, რომ ბინები დღიურად გჭირდება, აუცილებლად შეარჩევ შენთვის შესაბამის ბინას. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი უნდა დარჩეს ბინაში, ოჯახი თუ მეგობრები, გყავთ თუ არა ბავშვები, როგორ გეგმავთ, რესტორნებში უნდა მიირთვათ ხოლმე თუ სახლში მომზადებული მიირთვათ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი არჩევანი ბინები დღიურად იქნება, საოჯახო თუ სხვა ტიპის სასტუმრო, არ აქვს მნიშვნელობა, ზამთრის სეზონზე ოთხივე კურორტი მაღალი დატვირთულობით ხასიათდება და აუცილებელია თადარიგი ადრევე დაიჭიროთ.

თუ თქვენი არჩევანია ბინები დღიურად, Bina24.ge-ზე შეგიძლიათ პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეთ მეპატრონესთან და დარწმუნებული იყოთ, რომ კურორტზე ჩასვლისას სიურპრიზები არ დაგხვდებათ.

ზამთრის აქტივობები და კეთილმოწყობა:

ზამთრის კურორტების უმრავლესობა თავისთავად გთავაზობთ სათხილამურო ტრასებს, საბაგიროებს და ა.შ.., თუმცა აქაც ისინი განსხვავდებიან კეთილმოწყობით. შეარჩიეთ კურორტი, რომელიც გთავაზობთ დამსვენებლების შესაბამის აქტივობებს, როგორც უკვე ზემოთ ვთვქვით, თუ დასვენებას ბავშვებთან ერთად გეგმავთ, თქვენთვის მცირე მანძილისა და ნაკლები სირთულის სასრიალო ტრასები უფრო სასურველია, ასევე გინდათ კურორტს ჰქონდეს კეთილმოწყობილი პარკი და რაც მთავარია, ეს ადგილი უნდა გთავაზობდეთ, დასარჩენის დიდ არჩევანს, იქნება ეს ბინები დღიურად, სასტუმროები, ჰოსტელები თუ საოჯახო სასტუმროები.

დასარჩენის გარდა მნიშვნელოვანია მაღაზიების, რესტორნების არჩევანი, აუცილებელია, კურორტზე იყოს აფთიაქი, თუ ეს დაგჭირდებათ და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს საჭირო.

ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საქართველოს ნებისმიერ ზამთრის კურორტზე დაგხვდებათ, რაც არჩევანს უფრო თავისუფალს ხდის. ბინების გაქირავება/დაქირავების სერვისი საკმაოდ განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში.

ადვილი მისადგომობა კურორტისთვის მნიშვნელოვანია

გაითვალისწინეთ, მანქანით მგზავრობთ თუ ტრანსპორტით, მნიშვნელოვანია, თქვენს არჩეულ კურორტზე ტრანსპორტირების პრობლემები არ იყოს. შეამოწმეთ რამდენად მოსახერხებელი და გამართულია სატრანსპორტო გზა. ტრანსპორტირების ვარიანტებს შეუძლიათ თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადონ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი მოგზაურობის ადგილას მესტიას აირჩევთ, აქ ვერტმფრენით ჩასვლაც შეგიძლიათ, რადგან მესტიაში აეროპორტიც მდებარეობს.

33-1704880026.png

შეარჩიეთ კურორტი და ბინები დღიურად თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი და შეისწავლეთ კურორტები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ფინანსურ გეგმას. გაითვალისწინეთ, რომ www.bina24.ge -ზე შეიძლება იპოვო ბინები ზამთრის კურორტებზე ნებისმიერ ფასად, მაგრამ ზოგადი ფასები კურორტზე თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია. იქ დაგჭირდებათ საბაგიროს ბილეთის შეძენა, კვება, გადაადგილება და ა.შ., ამიტომ ფასთან ერთად, რომლის გადახდაც მოგიწევთ, რომ იქირაოთ ბინები დღიურად, მნიშვნელოვანია ზოგადი ფასებიც. მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის ღირებულებაც.

ზამთრის სრულყოფილი დასვენებისთვის აუცილებელია კურორტის არჩევისას სხვადასხვა ფაქტორის გულდასმით გათვალისწინება, იქნება ეს მდებარეობა, განსახლება, მოწყობა თუ სხვა რამე. იმედს ვიტოვებთ, რომ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ ზამთრის დასვენება. ბინები დღიურად შეგიძლიათ შეარჩიოთ Bina24.ge-ზე და დარწმუნებული იყოთ, რომ აუცილებლად იპოვი იმას, რასაც ეძებთ. ბოლოს, რაც მთავარია, სანდო ბინების გაქირავება/დაქირავების პლატფორმა გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი დასვენება იდეალური იქნება. სიურპრიზებისგან თავისუფალი დასვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამისთვის შვებულებისას იცლის და მისი ყველა დღე კარგად უნდა გამოიყენოს.

(R)

myquiz