რას ამბობს ექიმი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელმაც ცოლი მოკლა, მერე კი თვითდაზიანებები მიიყენა? | Allnews.Ge

რას ამბობს ექიმი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელმაც ცოლი მოკლა, მერე კი თვითდაზიანებები მიიყენა?

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ თბი­ლი­სის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ვარ­კე­თილ­ში ცოლი მოკ­ლა, კონ­ტაქ­ტუ­რია, თუმ­ცა დღეს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ვერ შეძ­ლებს.

რო­გორც ნინო ცე­ცხლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა, გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შეა.

"პა­ცი­ენ­ტი კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, გუ­შინ მას კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, გუ­ლის ჭრი­ლო­ბა იყო, რო­მე­ლიც გა­ი­კე­რა. ამ დრო­ის­თვის, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა, გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შე. პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ვერ შეძ­ლებს. დღეს პა­ცი­ენ­ტის და­კი­თხვა არ მოხ­დე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მას­თან სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რია“,- აღ­ნიშ­ნავს ექი­მი.

ცნო­ბის­თვის, ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი "ინ­გო­როყ­ვას“ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz