"სამარცხვინო და ბინძური ხარ! მრცხვენია შენი მსჯელობის უნარის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო" - ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს | Allnews.Ge

"სამარცხვინო და ბინძური ხარ! მრცხვენია შენი მსჯელობის უნარის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო" - ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს

"ნა­პო­ლის" შემ­ტევ­მა ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა, თა­ნა­გუნ­დე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენ­ტის, მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლის შე­სა­ხებ "ინ­სტაგ­რამ­ზე" სთო­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მუ­კას სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და.

"ძვირ­ფა­სო მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლო, სა­მარ­ცხვი­ნო და ბინ­ძუ­რი ხარ! მრცხვე­ნია შენი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გამო. ჩემი სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნო, იდი­ო­ტო", - წერს ოსი­მე­ნი.

ოსი­მე­ნის ასე­თი გაბ­რა­ზე­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლის ინ­ტერ­ვი­უა, რო­მე­ლიც მან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს მის­ცა და სა­დაც ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"თქვენ გგო­ნი­ათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნე­ა­პოლ­ში ითა­მა­შებს ოსი­მე­ნი? მა­შინ მე წი­ნას­წარ გე­ტყვით, ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე წავა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ხვი­ჩას მი­ლი­არ­დი რომ მის­ცე, არა­ბეთ­ში არ წავა, ხვი­ჩა წავა "რე­ალ­ში", "ბა­ვა­რია", "ბარ­სე­ლო­ნა", "მან­ჩეს­ტერ სიტი", ამ გუნ­დებს სი­ტყვა­ზე გე­უბ­ნე­ბით.

ხვი­ჩას სხვა გე­მოვ­ნე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვი­ნი აქვს. ხვი­ჩას სურს, რომ სულ ზე­მოთ იყოს და ასეც იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ღელ­მა.

myquiz