სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს | Allnews.Ge

სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს

სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სამებაში სტალინისა და რუსი წმინდანის, მატრონას ხატი კიდია. ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. მოგვიანებით პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს.

ვერც სამებაში და ვერც საპატრიარქოში პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ხატზე "უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს".

myquiz