ჩანთა 35 000 დოლარი, კაბა 2200 დოლარი - რა ღირს შორენა ბეგაშვილის უძვირფასესი სამოსი? | Allnews.Ge

ჩანთა 35 000 დოლარი, კაბა 2200 დოლარი - რა ღირს შორენა ბეგაშვილის უძვირფასესი სამოსი?

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვისი ცხოვ­რე­ბაც ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი­სას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ალ­ბათ ეს შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლია.

მსა­ხი­ო­ბი, ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი წლე­ბია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, წე­რენ, რომ გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, ასე­ვე მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის თე­მაა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ხა­ნია ბე­გაშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან ხში­რად სა­უ­ბარ­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარი თქვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ინ­სტაგ­რამ­ზე" შო­რე­ნას 1.1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რია, მას ჰყავს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, სე­რი­ით SHO, ფლობს სა­კუ­თარ ვი­ლას დი­ღომ­ში და მოგ­ზა­უ­რობს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში.

snapinsta-2-70475-1704774865.jpg

ტოს­კა­ნა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე შო­რე­ნას 477 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი Loewe Cat-Eye-ს სათ­ვა­ლე უკე­თია, GUCCI-ს ჩან­თა კი 2228 დო­ლა­რი ღირს.

მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ბოლო ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ, "ჭი­ას­თან" და­შო­რე­ბის შემ­დეგ, შო­რე­ნამ ბედ­ნი­ე­რე­ბა ერთ-ერთ ცნო­ბილ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­თან იპო­ვა. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ შო­რე­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს.

ახალ წელს ბე­გაშ­ვი­ლი დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდა, სა­დაც შვილ­თან, ევა ბარ­ბა­ქა­ძეს­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. კად­რებ­ში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს, პე­რი­ო­დუ­ლად ჩანს მა­მა­კა­ცის ხე­ლის ფო­ტოც.

ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ისევ დუ­ბა­ი­შია, სა­ი­და­ნაც ყო­ველ დღე აქ­ვეყ­ნებს სუ­რა­თებს, სა­დაც ჩანს შო­რე­ნას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გარ­დე­რო­ბი. და­ვინ­ტე­რეს­დით რა ღირს ვარ­სკვლა­ვის კა­ბე­ბი და ჩან­თე­ბი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რებს და რა თქმა უნდა, ისი­ნი ორი­გი­ნა­ლე­ბია.

მა­გა­ლი­თად, Lady Dior-ის ვინ­ტა­ჟუ­რი წი­თე­ლი ჩან­თის ფასი 2.730 ევ­რო­დან იწყე­ბა.

befunky-collage-70354-1704774838.jpg

იხილეთ სრულად

myquiz