"ჩემი გამზრდელი ახალ წელს სახლიდან მიშვებდა - კატის თვალები გაქვს, კარგს არაფერს მოიტანო... მეკვლის მოსვლამდე სადარბაზოში დიდხანს ვიცდიდი" - მარტა ბარამიძის საშობაო მოგონებები | Allnews.Ge

"ჩემი გამზრდელი ახალ წელს სახლიდან მიშვებდა - კატის თვალები გაქვს, კარგს არაფერს მოიტანო... მეკვლის მოსვლამდე სადარბაზოში დიდხანს ვიცდიდი" - მარტა ბარამიძის საშობაო მოგონებები

შობა-ახალ წელს, სას­წა­უ­ლის მო­ლო­დი­ნი და სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნის რწმე­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას აქვს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი­სა და მო­გო­ნე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვთხო­ვეთ...

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე:

- ახა­ლი წელი მარ­თლა სას­წა­უ­ლი, კარ­გი დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი, რაც ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­ზე ხდე­ბო­და, ისე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად მახ­სენ­დე­ბა, რომ ხში­რად ვცდი­ლობ, ამის შე­სა­ხებ არა­ვის მო­ვუყ­ვე, რათა არ და­სევ­დი­ან­დნენ. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ახ­ლაც მე­რი­დე­ბა...

-1:27 მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, 12 სა­ა­თი რომ შეს­რულ­დე­ბა, ამ დროს შინ მეკვლე უნდა შე­მო­ვი­დეს. 12 სა­ა­თის დად­გო­მამ­დე, ჩემი გამ­ზრდე­ლი სახ­ლი­დან გა­რეთ მიშ­ვებ­და - კა­ტის თვა­ლე­ბი გაქვს, კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტან, გადი და და­ე­ლო­დე, რომ ვინ­მე შე­მო­ვი­დეს, შენ კი მერე შე­მო­დიო, ანუ მეკვლე არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს, სა­დარ­ბა­ზო­ში ვიც­დი­დი ხოლ­მე. ერთი სული მქონ­და, სახ­ლში ვინ­მე შე­სუ­ლი­ყო, რომ შემ­დეგ მეც შევ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ლო­დი­ნი დიდ­ხანს გი­წევ­და?

- კი, დიდ­ხანს... ბო­ლოს ლა­მის მში­ე­რი ვრჩე­ბო­დი - სუფ­რა­ზე აღა­რა­ფე­რი იდო ხოლ­მე (იცი­ნის)... სახ­ლში შე­მო­სუ­ლი ფან­ჯა­რას­თან ვდგე­ბო­დი, რომ სურ­ვი­ლი ჩა­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ყო­ველ­თვის რა­ღაც ზო­გა­დი სურ­ვი­ლი მქონ­და - მინ­დო­და, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. პი­რა­დი სურ­ვი­ლი არა­სო­დეს ჩა­მი­ფიქ­რე­ბია... წი­ნათ ღია ბა­რა­თე­ბი იყი­დე­ბო­და - გახ­სნი­დი და მუ­სი­კას უკ­რავ­და, გა­რე­დან თოვ­ლის ბა­ბუა ეხა­ტა. იმ პე­რი­ოდ­ში ციმ­ცი­მე­ბი, ე.წ. "გლი­თე­რე­ბი" არ იშო­ვე­ბო­და. ღია ბა­რათ­ზე და­ხა­ტულ თოვ­ლის ბა­ბუ­ას ასე­თი "გლი­თე­რე­ბი" ჰქონ­და დაყ­რი­ლი. ცო­ტას მო­ვაფ­ცქვნი­დი და თვა­ლებ­ზე ვის­ვამ­დი - ძა­ლი­ან მომ­წონ­და. შემ­დეგ დავ­ხუ­რავ­დი და ვი­ნა­ხავ­დი, რომ მომ­დევ­ნო ახა­ლი წლის­თვის მქო­ნო­და (იცი­ნის)... ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი წელი ჩემ­თვის მა­ინც ჯა­დოს­ნურ დღე­სას­წა­უ­ლად რჩე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და ხოლ­მე, ამ დროს ის ბავ­შვე­ბი, ვინც ბევრ რა­მე­საა მოკ­ლე­ბუ­ლი, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. დიახ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა მსურს ამ დღე­სას­წა­ულ­ზე!

- რო­გორც ვიცი, ბავ­შვთა სახ­ლში მცხოვ­რებ­თა სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნა­ზე ზრუ­ნავ...

- ერთ-ერთი ბავ­შვთა სახ­ლი­დან მომ­წე­რა პა­ტა­რამ. შემ­დეგ სურ­ვი­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. მარ­ტო ვერ შევ­ძლებ, მაგ­რამ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც, მათ ოც­ნე­ბას ავუს­რუ­ლებთ და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს მა­ინც გა­ვა­ხა­რებთ, სი­ხა­რუ­ლით თვა­ლებს ავუნ­თებთ...

- მარ­ტა, თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის გჯე­რო­და?

- სი­ტუ­ა­ცი­ას რე­ა­ლის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი და ვი­ცო­დი, თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობ­და. სა­ა­ხალ­წლოდ ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რიც არა­ვის და­უხ­ვედ­რე­ბია და მის არ­სე­ბო­ბას ვერც და­ვი­ჯე­რებ­დი, მაგ­რამ ვი­საც სჯე­რო­და, მათ ამას მა­ინც არ ვე­უბ­ნე­ბო­დი (იღი­მის).

- შო­ბას რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დი?

- ცო­ტა­თი მოზ­რდილ ასაკ­ში, შო­ბის ყო­ველ დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში ვა­ტა­რებ­დი. ჩემ­თვის შობა უფრო სი­სუფ­თა­ვის, სიწ­მინ­დის, ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია, ახა­ლი წელი კი - სამ­ხი­ა­რუ­ლო. შობა მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მოვ­ლე­ნაა, როცა ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ყვე­ლა წყე­ნას, გა­უ­გებ­რო­ბას ივი­წყე­ბენ და მშვი­დად, მე­გობ­რუ­ლად ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. თუ ასე არ ხდე­ბა, ჩემი სურ­ვი­ლი ეს არის, რომ შო­ბის მად­ლით, ადა­მი­ა­ნებ­მა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მშვიდ ნო­ტა­ზე შეძ­ლონ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz