"თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება" - რას ჰყვება დათუნა მგელაძე ცხოვრების მთავარ ამბავსა და სირთულეებზე | Allnews.Ge

"თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება" - რას ჰყვება დათუნა მგელაძე ცხოვრების მთავარ ამბავსა და სირთულეებზე

"ჩემი შვი­ლის, ვა­ტა­ტოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, პირ­ვე­ლად და­ძა­ხე­ბუ­ლი "მამა"... ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას სი­ტყვებ­ში ვე­რაფ­რით ჩა­ა­ტევ. რო­გორც და რაც უნდა თქვა, გან­ცდის სიმ­ძაფ­რეს­თან მა­ინც არა­საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა", - ეს მომ­ღე­რალ და­თუ­ნა მგე­ლა­ძის პა­სუ­ხია შე­კი­თხვა­ზე, - რა იყო 2023 წლის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი? რას ელო­დე­ბა 2024 წლი­დან და რა ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნა პრო­ექ­ტმა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"? დამ­ღლე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ გა­მო­ნა­ხა დრო, რომ ჩვენ­თან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა.

- მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცია მაქვს და ეს იმ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­სია, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ. ეს პრო­ექ­ტი სულ მომ­წონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რო­დე­საც ჩემი მე­გობ­რე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი.

- ბევ­რი იფიქ­რე, და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი თუ არა?

- ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა და შე­მომ­თა­ვა­ზა, მე­ცეკ­ვა. ეს არ იყო პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, პრო­ექ­ტში მიწ­ვე­ვა წინა სე­ზო­ნებ­ზეც მქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი, რად­გან მე­გო­ნა, ამას ვე­რას­დროს შევ­ძლებ­დი.

- ახლა რა­ტომ და­თან­ხმდი?

- ამ შე­კი­თხვას სა­კუ­თარ თავს თა­ვა­დაც ვუს­ვამ და პა­სუ­ხი არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­სი­უ­რი პე­რი­ო­დი მქონ­და პრო­ფე­სი­ა­ში, სხვა საქ­მე­ებ­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბათ ამ ფაქ­ტო­რებ­მა დას­ძლია და დავ­თან­ხმდი. მე­გო­ნა, ისე მო­ვა­ხერ­ხებ­დი, სიმ­ღე­რაც მექ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი, მე­გო­ნა პრე­მი­ე­რა­საც გა­ვა­კე­თებ­დი, რა­ტომ­ღაც ასე წარ­მო­ვიდ­გი­ნე. პირ­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ ჩემ­მა მე­წყვი­ლემ კა­რი­ნამ რომ შე­მა­ქო, აი, მანდ მო­ვი­წამ­ლე. მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლო, მზად ხარო? - მე­ხუმ­რე­ბი-მეთ­ქი? - არა, ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბო­ბო. ამ შე­ქე­ბამ უდი­დე­სი სტი­მუ­ლი მომ­ცა. კა­რი­ნამ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ჩემი ცეკ­ვის ვი­დეო გა­და­ი­ღო და რომ მაჩ­ვე­ნა, გა­ვოც­დი.

- ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე, რაც დღემ­დე შეგ­ხვდა, რა იყო?

- ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა. არ მინ­და წუ­წუ­ნი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი დიდ ტკი­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა "ლა­ივ­ზე" გა­მა­ყუ­ჩებ­ლის მი­ღე­ბა მჭირ­დე­ბა.წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

myquiz