რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, „სამასი არაგველის“ სკვერის მოწყობა.. - რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება წელს თბილისში? | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, „სამასი არაგველის“ სკვერის მოწყობა.. - რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება წელს თბილისში?

დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1,763 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.

აქედან, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია.

გთავაზობთ იმ დაგეგმილი და გარდამავალი პროექტების ჩამონათვალს, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება თბილისში. მათ შორისაა:

  • აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე;
  • შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი;
  • სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი;
  • 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი;
  • ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი;დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი,
  • დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი;

იხილეთ სრულად

myquiz