"ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა" - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის მეგობარი | Allnews.Ge

"ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა" - რას ჰყვება კაკული გურიელაშვილის მეგობარი

ის­რა­ელ­ში ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ვაჟ­მა მი­შელ გუ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა და­წე­რა. პრო­დი­უ­სე­რი გია გო­გო­რიშ­ვი­ლი ბა­ტო­ნი კა­კუ­ლის ბოლო დღე­ებს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს...

გია გო­გო­რიშ­ვი­ლი:

- კა­კუ­ლის 4 წლის წინ და­უ­დას­ტურ­და სიმ­სივ­ნე, პირ­ვე­ლი ორი წელი ჩვე­უ­ლებ­რივ იყო, უბ­რა­ლოდ, წო­ნა­ში და­იკ­ლო, თო­რემ მუ­შა­ობ­და. ბოლო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან და­იკ­ლო წო­ნა­ში, გა­და­ცე­მებ­შიც ეტყო­ბო­და. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი, ბო­ლომ­დე იბ­რძო­და, ფარ-ხმალს არ ყრი­და. ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა ჰქონ­და, ტკი­ვი­ლე­ბი და გას­ტრო­ლებ­ზე და­დი­ო­და. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში იწ­ვევ­დნენ, გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი იყო, ისე უხა­რო­და რომ ჩავ­დი­ო­დით, გა­იქ­ცე­ო­და იყი­დი­და ნაირ-ნაირ ხორ­ცის ნაჭ­რებს, თა­ვი­სი ხე­ლით გა­ამ­ზა­დებ­და შამ­ფურ­ზე და გვიწ­ვავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა ჰქონ­და მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­თან, ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ.

imagetools0-80627-1704520351.jpg

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ერთი თვე სუს­ტად იყო...

- ძა­ლი­ან სუს­ტად იყო, იწვა. სამი დღის წინ მე­რა­ბი ესა­უბ­რე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით და მეც ვე­სა­უბ­რე. მი­თხრეს, რომ დღე­საც უსა­უბ­რია აქ მე­გობ­რებ­თან. ორი კვი­რის წინ, რომ დამ­ძიმ­და, მე­რა­ბიც ჩა­ვი­და და ინა­ხუ­ლა. ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლობ­და, მე­დი­ცი­ნა იქ უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა, მაგ­რამ ისე­თი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, რომ მე­დი­ცი­ნაც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლო, ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არც იმ­ჩნევ­და, გა­დი­ო­და სცე­ნა­ზე და მღე­რო­და.

- კა­კუ­ლის ყო­ველ­თვის თან ახ­ლდა ხოლ­მე მე­უღ­ლე... რას გვე­ტყვით ამ ქალ­ბა­ტონ­ზე?

- ლალი გმი­რი ქა­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს იუ­წყობ­და. კა­კუ­ლი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ხელ­შე­წყო­ბა ხომ გინ­და ოჯახ­ში. გა­და­სა­რე­ვი ბი­ჭე­ბი ჰყავს, ისე ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თუ­ლად, ისე მღე­რი­ან, მისი გო­გო­ნაც... სა­მი­ვე სრულ­ყო­ფი­ლად ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად, ეს სულ ლა­ლის დამ­სა­უ­ხუ­რე­ბაა, რად­გან ისიც არის ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს ინა­ხავს, ძა­ლი­ან მა­გა­რი მშობ­ლე­ბი ჰყავს. ლალი ყო­ველ­თვის თან დაჰ­ყავ­და. ერ­თა­დაც ვი­ყა­ვით ეს­პა­ნეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­დი­ო­და, აქაც სულ ჩა­მოჰ­ყავ­და. სიმ­ღე­რაც ჰქონ­და კა­კუ­ლის "ლალი, ლალი“, სა­მა­გა­ლი­თო ცოლ-ქმრო­ბა ჰქონ­დათ. იხილეთ სრულად

myquiz