ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია? | Allnews.Ge

ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია?

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, თსსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა“.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2023 წლის 49-ე კა­ლენ­და­რულ კვი­რას გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27% გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 2 კვი­რა­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"ქვე­ყა­ნა­ში გრი­პი დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­და. გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა. თუ გა­დავ­ხე­დავთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვი­რის მო­ნა­ცე­მებს თუ შე­ვა­და­რებთ, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თუ 49-ე კვი­რას ეს ციფ­რი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27 % გახ­და. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 38 გრა­დუ­სი და მეტი, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე მი­უ­თი­თებს გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე. ბავ­შვებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში ეს შემ­თხვე­ვა უნდა იყოს ექი­მის მიერ მარ­თუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში".

მი­სი­ვე თქმით, გრი­პი გა­დამ­დე­ბია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი თუ მოზ­რდი­ლი, სხვის­თვის სა­ში­შია.

"რე­კო­მენ­და­ცია ეხე­ბა სიმპტო­მურ მარ­თვას. ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში (38 და მეტი) სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩაი, წყა­ლი, ახ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი წვე­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩით სახ­ლში.

გრი­პი გა­დამ­დე­ბია და ბავ­შვი თუ მოზ­რდი­ლი, სხვის­თვის სა­ში­შია, ამი­ტომ თუ თქვენ ეს ნიშ­ნე­ბი გაქვთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დარ­ჩეთ სახ­ლში“,- აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

myquiz