ყველაფერი, რაც „დრაკონის ხილზე“ - რა ღირს და სად მოდის პიტაია? | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც „დრაკონის ხილზე“ - რა ღირს და სად მოდის პიტაია?

2024 წელი, რომელიც ახლახან დადგა, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის დრაკონის წელია. დეკემბრის ბოლო დღეებში ინტერნეტი სავსე იყო ასტროლოგების რეკომენდაციებით „სწორი“ ჩაცმულობისა და სადღესასწაულო მენიუს შესახებ. ამ უკანასკნელის მთავარი ინგრედიენტი კი იყო ეგზოტიკური ხილი პიტაია, რომელსაც ასევე „დრაკონის ხილს“ უწოდებენ. საქართველოში 1 კილოგრამი პიტაიას ფასი 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„დრაკონის ხილი“ საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ევროპის ბაზარზე ის მხოლოდ 15 წლის წინ გამოჩნდა. ნაყოფის რბილობი, ჯიშის მიხედვით, თეთრი ან წითელია. წითელკანიან ჯიშებში თესლი პატარაა, ხოლო ყვითელკანიან ჯიშებში უფრო დიდი და ჟელესმაგვარ კაფსულებში ჩასმული. გემო დამოკიდებულია ხილის სიმწიფის ხარისხზე და მყიდველის იღბალზე - შესაძლოა, მას არაფრის გემო არ ჰქონდეს ან შესაძლოა, საკმაოდ ტკბილიც იყოს.

dragon-fruit-isolated-on-white-background-fresh-p-2022-11-08-05-25-31-utc-1248x499-1704370539-1704437234.jpg

ბოტანიკურად, დრაკონის ნაყოფი არის პიტაიას ნაყოფი - რამდენიმე სახეობის კაქტუსები Selenicereus-ის გვარიდან.

ხილს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება - 100 გრ ახალი პიტაია შეიცავს 40-დან 57 კკალ-მდე (დამოკიდებულია ჯიშზე), 10 გრამზე ნაკლებ შაქარს, 3 გრამზე ცოტა დიეტურ ბოჭკოს, ძალიან ცოტა ცხიმს და ცილას, მაგრამ 7 მკგ ფოლიუმის მჟავას. კალიუმის ყოველდღიური დოზის 2%-ს, მაგნიუმსა და ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე დაახლოებით 84 გრ წყალს.

მიჩნეულია, რომ პიტაიას ხილს აქვს სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ეხმარება სხეულის წონის კონტროლს და აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას.

მწარმოებელ ქვეყნებში მას მიირთმევენ არა მხოლოდ ახალ, არამედ გამხმარი სახით, ასევე ჩაის და მცენარის ყვავილების ნაყენს. იხილეთ სრულად

myquiz