"ერთი წელია, ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი" - "ჰალკის" წარმატებული 2023 წელი და ახალი ცხოვრება მეუღლესთან ერთად
საახალწლოდ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, მეტსახელად ქართველ "ჰალკის" ვესაუბრეთ. ლევანი რომ წარმატებული სპორტსმენია, ეს საყოველთაოდ ცნობილია...
შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებული გულშემატკივარს და არა მარტო მკლავჭიდის მოყვარულებს, ძალიან უყვართ...
საინტერესოა როგორ აჯამებს ქართველი "ჰალკი" და ფაქტობრივად, დაუმარცხებელი სპორტსმენი გასულ წელს, რა სიახლეებით და გეგმებით ხვდება ახალ წელს, ამაზე AMBEBI.GE-თვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ლევან, როგორი იყო თქვენთვის სპორტული კარიერის თვალსაზრისით 2023 წელი?
- მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე - ჩემი ტიტული შევინარჩუნე. შემდეგ, სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე. მაჯა დავიზიანე და ზაფხულიდან მოყოლებული, მკურნალობას ხანგრძლივად მოვუნდი... მკურნალობას მაინც გავდივარ, თუმცა უკეთესად ვარ და ვემზადები ახალი შეჯიბრისთვის, რომელიც 20 აპრილს მექნება. ჩვენს სპორტშიც ხშირია ტრავმები, იგივე მაჯის მყესების გაწყვეტა, მოტეხილობა... ამიტომ, საჭიროა მომზადების პერიოდში ყველანაირი ვიტამინი, რაც საჭიროა, მიიღო, რომ ორგანიზმმა დატვირთვას გაუძლოს.
ასევე აუცილებელია სწორი ვარჯიში და სწორი დასვენება. კიდევ არის რაღაც პროცედურები, რაც უნდა ჩაიტარო, რომ ორგანიზმი ასპარეზობისთვის მზად იყოს... მოკლედ, პატარ-პატარა არაერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
- წარმატებული სპორტსმენი ხართ, რამდენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, გარდა ამ წარმატებისა, სპორტმა ემოციურად რა მოგიტანათ. აქვე, რას ნიშნავს, იყო წარმატებული მკლავჭიდელი?
- პირველ რიგში ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მეორე - ის, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. გულშემატკივარი ჩემგან მოგებას ელოდება, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, სულ ვიგებ. ამიტომ მეც მუდმივად მოსაგებად ვარ განწყობილი. ყოველდღიურობაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაშიც ძალიან სასიამოვნოა წარმატება.
- გარდა იმისა, რომ ხალხს როგორც სპორტსმენი უყვარხართ, ასევე თქვენი პიროვნული თვისებების გამოც...
- მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, მაინც ის დავრჩი, რაც ვიყავი. პოპულარობამ არ შემცვალა. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა წარმატება, თუმცა ამას ყოველდღიურობაში ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც პრივილეგიად არ მივიჩნევ. იხილეთ სრულად