საჭიროზე ბევრად მეტი საკვების მიღება: როგორ დავეხმაროთ თავს ქეიფის შემდეგ? | Allnews.Ge

საჭიროზე ბევრად მეტი საკვების მიღება: როგორ დავეხმაროთ თავს ქეიფის შემდეგ?

საკვები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და გარანტირებული სიამოვნებაა. ამიტომ ჩვენ ხშირად ვჭამთ არა შიმშილის გამო, არამედ სხვადასხვა მოთხოვნილების ან პრობლემების გადასაფარად.

კვება სხვების წამხედურადთუ ერთად სეირნობისას მეგობარი იყიდის ყავას და ფუნთუშას, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდით ამას. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ჭამის დაწყება კულინარიული პროგრამების ან რესტორნებისა და სადღესასწაულო სუფრების სცენების შემცველი ფილმების ყურებისას და იმ წიგნების კითხვის დროსაც კი, რომლებიც აღწერს, თუ რას ჭამს გმირი.

სადღესასწაულო სუფრაზე სხვების წამხედურად ვჭამთ. როცა ათობით გემრიელი კერძი გვიდევს ცხვირწინ, ძნელია საკუთარ თავს უარი ვუთხრათ რომელიმე ერთის გასინჯვაზეც კი. ის, რომ სუფრაზე, ჩვენ გვერდით, გემრიელად შეექცევა საჭმელს ამდენი ადამიანი, გიბიძგებთ კიდევ და კიდევ გასინჯოთ ესა თუ ის კერძი.

უზომოდ ჭამა ემოციების გამოხშირად, როცა პრობლემების გამო ვნერვიულობთ, ვიწყებთ ჭამას. ადამიანს შიგნიდან „ჭამს“ მარტოობა, წყენა, დარდი, შფოთვა, მოწყენილობა, შიში, დანაშაულის გრძნობა და იწყებს ჭამას. ხშირად ამ ჩვევას ბავშვებს უფროსები უნერგავენ, მაგალითად, როცა საკვები ჯილდოდ იქცევა („თუ ჩაიკითხავ წიგნს ბოლომდე, კაფეში წაგიყვან“) ან დანაშაულის გრძნობას თავიდან გვაცილებს ("ბებია ცდილობდა, ამზადებდა ამ კერძს და შენ არ უნდა დააფასო მისი შრომა?“) და ა.შ. ემოციებთან გამკლავების უუნარობა ჭარბი კვების მიზეზი ხდება.

საჭმელი, როგორც ძირითადი საქმიანობის ფონი მუშაობის დროს, მოგზაურობისას ან კინოში ჭამის შემთხვევაში, ძალიან ძნელია მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი. ტვინი აკონტროლებს ძირითადი მოქმედების შესრულებას (სამუშაოს, თვალიერების, ფილმის ყურების და სხვა), საკვები კი მხოლოდ ფონის როლს ასრულებს.

შიმშილის გახანგრძლივებული შეგრძნებაეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცავთ ყოველდღიურ რეჟიმს და ვაკეთებთ დიდ შესვენებებს კვებებს შორის. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება დაბალკალორიული დიეტის დაცვა და „შიმშილობის“ დღეების კეთება წონაში დაკლების მიზნით. როდესაც ადამიანი შიმშილის გრძნობით იწყებს გემრიელი კერძის ჭამას, ამას აკეთებს ხარბად, ვერ შეიგრძნობს ტვინიდან მომდინარე დანაყრების სიგნალს და ჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი ჭამისგან სუნთქვა უძნელდება. იხილეთ სრულად

myquiz