როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას? | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას?

აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ 27 დე­კემ­ბერს ხელი მო­ა­წე­რა ე.წ. კა­ნონს "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვით, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტი - ბიჭ­ვინ­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი გა­და­ე­ცე­მა რუ­სეთს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბით“.

ტექ­სტში წე­რია:

"რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნას შე­თან­ხმე­ბა აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბას შო­რის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დე­ცეს აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი მისი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბით, შე­თან­ხმე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლია 2022 წლის 19 იან­ვარს. მი­ღე­ბუ­ლია სა­ე­რო შეკ­რე­ბის - აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის მიერ“.

მოკ­ლედ, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა აფხა­ზე­ბის დიდი ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

აფხაზ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სა­მარ­ცხვი­ნო" უწო­დეს და მისი გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვეს. ყო­ფი­ლი ე.წ. ომ­ბუდსმე­ნის ასი­და შაკ­რი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რია.

"ზუს­ტად ახლა, დი­ლის 6 სა­ათ­ზე, პარ­ლა­მენ­ტში რიგ­გა­რე­შე სე­სია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დი­ლის 6 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტი სე­სი­ას მარ­თავს.

ახლა.

სა­ნამ ხალ­ხს სძი­ნავს.

სა­ნამ ხალ­ხი ვერ ხე­დავს.

ხალ­ხის­გან სა­ი­დუმ­ლოდ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­რე­შე.

პრო­ცე­სის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის გა­რე­შე.

ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია. თქვენ თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნე­ბი.

ნდო­ბა არა­ვი­სი გვაქვს, მო­დით და ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ ნა­ხეთ", - ვკი­თხუ­ლობთ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ "ჰა­რაჰ­პი­ცუნ­დას" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ნუ­ჟნა­ია გა­ზე­ტამ“ იმ აფხა­ზებს მი­მარ­თა, ვინც თვლის, რომ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბით, აფხა­ზე­თი "მო­გე­ბუ­ლი“ დარ­ჩა.

"ვინც წერთ რა­ღაც გა­მარ­ჯვე­ბა­ზე - შე­წყვი­ტეთ! ნუ აყ­ვე­ბით ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და ლაშა აშუ­ბას. ნუ ცდი­ლობთ ადა­მი­ა­ნე­ბი იდი­ო­ტე­ბად აქ­ცი­ოთ. წა­ვა­გეთ ყვე­ლამ, დავ­თმეთ არა მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რია, არა­მედ ქვე­ყა­ნა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით. იმი­ტომ, რომ ნება მი­ვე­ცით, უკა­ნო­ნო სე­სია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. იმი­ტომ, რომ ნება მი­ვე­ცით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მი­ე­ღოთ“. იხილეთ სრულად