"სკოლაში მითხრა ერთმა, მე სომეხთან არ დავჯდებიო... საქართველო არის ჩემი სამშობლო, ჩემი ისტორია, ჩემი ყველაფერი" - 16 წლის ლიზი ინტერნაციონალური ოჯახიდან | Allnews.Ge

"სკოლაში მითხრა ერთმა, მე სომეხთან არ დავჯდებიო... საქართველო არის ჩემი სამშობლო, ჩემი ისტორია, ჩემი ყველაფერი" - 16 წლის ლიზი ინტერნაციონალური ოჯახიდან

ელი­სომ, რამ­დე­ნი­მე წელი აბას­თუ­მა­ნის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში გა­ა­ტა­რა. ლოც­ვი­სას თურ­მე ხში­რად სთხოვ­და უფალს, ან დედა გამ­ხა­დე, ან დე­და­ოო.. ერთ დღე­საც მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და და მა­ლე­ვე გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მის უბან­ში, თით­ქმის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს ენა­ხა... შექ­მნეს ოჯა­ხი და დღეს უკვე 4 შვი­ლი ჰყავთ: ლიზი, ალექ­სი, ლა­ზა­რე და მაქ­სი­მე. აქე­დან ორი შვი­ლი პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია. თა­ვად ელი­სო პე­და­გო­გია, მე­უღ­ლე კი ბიზ­ნეს­მე­ნია. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ერ­თო ახ­ლობ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი მათ­თან, და რა­მაც ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, იყო ის, რომ ოჯა­ხი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ერთ სახ­ლში ცხოვ­რობს ქარ­თვე­ლი, სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და ბერ­ძე­ნი. სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. რო­გორც ელი­სოს მე­უღ­ლე, არ­კა­დი მიყ­ვე­ბა, მათ უბან­ში, ძი­რი­თა­დად ბერ­ძნე­ბი, რუ­სე­ბი, სომ­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. ბერ­ძე­ნი დე­დის გამო, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ოჯახ­მა სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ იქ ვერ გა­ჩერ­დნენ, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­შიც იცხოვ­რეს თით­ქმის სამი წელი, მერე რუ­სეთ­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. :

"ასე მგო­ნია, ყვე­ლა ადა­მი­ნის­თვის, ვინც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ძნე­ლია სად­მე გა­და­ვი­დეს. მამა 2 წლის იყო, როცა აქ ჩა­მო­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი ბერ­ძე­ნი წა­ვი­და. უბა­ნი შე­იც­ვა­ლა. რუ­სე­ბიც წა­ვიდ­ნენ ჩვე­ნი უბ­ნი­დან და ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან. ეს პა­პას სახ­ლია, სა­დაც მა­მა­ჩემ­მა გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა, ახლა კი მე ვცხოვ­რობ. ვერ­სად წა­ვე­დი აქე­დან. მინ­და, რომ ბავ­შვე­ბი აქ გა­ი­ზარ­დონ. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ოჯა­ხი ვართ. თუ რა­ი­მე დღე­სას­წა­უ­ლია, ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლად, ტრა­დი­ცი­უ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ. ორი შვი­ლი უწ­მინ­დე­სის მო­ნათ­ლუ­ლია. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­პატ­რი­არ­ქო­ში და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, ჩვენს მიერ შექ­მნი­ლი ავე­ჯი დგას. მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში ბე­რე­ბის კე­ლი­ე­ბი შიგ­ნი­დან სულ ჩვე­ნი გა­წყო­ბი­ლია“, - მე­უბ­ნე­ბა არა­კა­დი.

სა­უბ­რი­სას, მათი უფ­რო­სი შვი­ლი, 16 წლის ლიზი შე­მოგ­ვი­ერ­თდა, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დნ­ტია.

ლიზი ბჟი­ო­ი­ა­ნი, 16 წლის:

- რას ნიშ­ნავს იყო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხის შვი­ლი?

lizi3-46131-1703670898.webp

- ეს ბევ­რი თვალ­საზ­რით, ძა­ლი­ან კარ­გია - ჯერ ერთი, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­მიძ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ჩემს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­ზე მეტი ვი­ცო­დე. ამას­თა­ნა­ვე, უფრო მეტი მე­გო­ბა­რი და სა­ნაც­ნო­ბო წრე მყავს. გა­რე­მო­ცუ­ლი ვარ ყვე­ლა­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბით, მა­მას შე­მიძ­ლია ყო­ველ­თვის ვკი­თხო რჩე­ვა და ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რო. ასე­ვე ყო­ველ­თვის მაქვს დე­დი­სა და ბა­ბუ­ის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი ოჯა­ხი­დან ვარ...

- როცა იგე­ბენ მა­მით სო­მე­ხი და დე­დით ქარ­თვე­ლი ხარ, რო­გორ გხვდე­ბი­ან სკო­ლა­ში?

- იყო შემ­თხვე­ვა, სო­მე­ხიც და­უ­ძა­ხი­ათ ჩემ­თვის... ისე კი ძა­ლი­ან ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ სომ­ხე­ბის მი­მარ. მა­გა­ლი­თად, ის, რომ თით­ქოს მათ ფული უყ­ვართ, გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ცუდი ხალ­ხია ადა­მი­ა­ნო­ბის მხრივ და ა.შ. როცა უკვე ჩემს სა­ხეს და ადა­მი­ა­ნო­ბას ვუჩ­ვე­ნებ, თუნ­დაც ჩემს ტო­ლებს, ეც­ვლე­ბათ აზრი. დე­და­ჩე­მის დიდი წვლი­ლია იმა­ში, რომ ჩემი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და აზ­როვ­ნე­ბა დღეს სრუ­ლად ქარ­თუ­ლია. ასე­ვე ჩემი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბე­ბი­ის, რო­მელ­საც მამა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, დედა კი ჩემ­სა­ვით ქარ­თვე­ლი ჰყავ­და. კი­დევ ჩემი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის. ამ სამ­მა ადა­მი­ან­მა შე­მაყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო და მე თა­მა­მად ვა­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ერთხელ სკო­ლა­ში მი­თხრა ერ­თმა მოს­წავ­ლემ, მე სო­მეხ­თან არ დავ­ჯდე­ბიო. გა­ვი­და დრო, დღეს იმ ადა­მინ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თუმ­ცა ის გუ­ლის ტკი­ვი­ლი არ მა­ვი­წყდე­ბა. იხილეთ სრულად

myquiz