მერიას ახალი წლის გალაკონცერტი 718 874 ლარი დაუჯდება - ვინ იმღერებს 31 დეკემბერს
თბილისის მერიას ახალი წლის გალაკონცერტი 718 874 ლარი დაუჯდება.
მერიამ იმ კომპანიასთან, რომელმაც დედაქალაქში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტი უნდა გამართოს, კონტრაქტი 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო შპს Smart Event-თან.
ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.
ახალი წლის ღამეს იმღერებენ:
ნატო მეტონიძე;სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);ეკა მამალაძე;ნუკრი კაპანაძე;ეკა კახიანი;ლიზა ბაგრატიონი;ნატა ქუთათელაძე;დათო ალადაშვილი;ნიკა კოჩაროვი;ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;მაია ჯაბუა;გიორგი მახარაშვილი;სოფო გელოვანი;მარიამ ებრალიძე;ანრი ჯოხაძე;ანა დოიაშვილი;საბა მიქელაძე;ნინა სუბლატი;ლიკა სირაძე;სანდრო მოსეშვილი;საბა ჩაჩუა;თინათინ დათიკაშვილი;მარიამ როინიშვილი;კონსტანტინე ყიფიანი;ნიკოლოზ ქაჯაია.
ასევე ანსამბლები:
"ერისიონი";"შვიდკაცა";"მართვე";გორის გოგონათა გუნდი.
გარდა ამისა, დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, ყველაზე დიდი ჰონორარს - 56 000 ლარს მიიღებს. 20 000-ლარიან ჰონორარს მიიღებს „ერისონი“; რეჟისორის ჰონორარიც 20 000 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების თანხაში გათვალისწინებულია წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების ჰონორარები და ასევე სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტი.