"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს | Allnews.Ge

"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში ურ­თუ­ლე­სი მი­სი­ის წი­ნა­შე იდგა, როცა გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე 21 წლის კახა კო­ბა­ხი­ძე იჯდა. მას შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა 11 მა­ისს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და.

უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- იმ დღეს მე­ზობ­ლის გას­ვე­ნე­ბა­ში იყ­ვნენ მამა-შვი­ლი, კობა კო­ბა­ხი­ძემ და­ლია ჭი­რის სუფ­რა­ზე, კა­ხამ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა მამა და ისევ წა­ვი­და. კო­ბამ ჩხუ­ბი და­ი­წყო. კა­ხას და­უ­რე­კეს, მამა ჩხუ­ბობ­სო. რად­გან კახა ხში­რად ახერ­ხებ­და მის დამ­შვი­დე­ბას და და­ძი­ნე­ბას, ამ­ჯე­რა­დაც უხ­მეს. პრობ­ლე­მა სიმ­თვრა­ლე იყო, აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. სცემ­და ცოლს, სახ­ლში ამ­ტვრევ­და ნივ­თებს, ხში­რად ხმა­რობ­და და­ნას. სხვებ­თა­ნაც ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტე­ბი - ეს ყვე­ლამ იცის. სი­ფხიზ­ლე­ში რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა მის­მა ცოლ­მა, რო­მე­ლიც ში­შით ელო­დე­ბო­და ქმრის ყო­ველ და­ლე­ვას და რო­გორც კი მთვრა­ლი მი­ვი­დო­და, რომ არ ეცე­მა, ქალი ხან ერთ მე­ზო­ბელ­თან იმა­ლე­ბო­და, ხან მე­ო­რეს­თან. იმ დღე­საც და­ლია და ატე­ხა ჩხუ­ბი.

...

კახა კო­ბა­ხი­ძე 7-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს. მას ძა­ლი­ან უჭირს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი. ინ­ტერ­ვი­უს იმ პი­რო­ბით დაგ­ვთან­ხმდა, რომ იმ მძი­მე წუ­თებს არ გა­ვახ­სე­ნებ­დით.

- იმ დღემ­დე, სა­ნამ ეს გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ი­ტა­ნეს, მარ­თლა არ მე­გო­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­და. სწო­რედ იმ დღეს და­ვი­ჯე­რე, რომ სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობს და ეს შეძ­ლეს იმ პა­ტი­ო­სან­მა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმას, რაც მოხ­და. რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო, გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ამ დიდ სი­ხა­რულს დიდი ტკი­ვი­ლი ახ­ლავს. მა­ინც და­ღუ­პუ­ლი ვარ, ამ ამ­ბის შემ­დეგ ვერ ვხე­დავ ცხოვ­რე­ბის მი­ზანს. ჩემი გული მკვდა­რია. თუმ­ცა ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, როცა წარ­მო­ვიდ­გენ­დი სას­ჯელს. სულ მცი­რე, 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მე­ლო­და, 16 წელი პა­ტა­რა დრო არ არის ადა­მი­ა­ნის­თვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგ­ცე­მენ, იქ დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­მე­ბო­და წერ­ტი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბას. არა­და, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე სულ სხვა ცხოვ­რე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე, ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი. არ ვიცი ამას რო­გორ გა­დავ­ლა­ხავ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, ამას და­ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ეს ტკი­ვი­ლი, ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა.

- რო­გორც მი­თხრეს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან პირ­ვე­ლად მა­მის საფ­ლავ­ზე ახ­ვე­დით.

- დიახ. ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე იყო ჩემ­თვის. არა­ფე­რი მახ­სოვს, ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი. სიმ­წრით ვი­კოტ­რი­ა­ლე საფ­ლავ­ზე. ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი მა­მას, პა­ტი­ე­ბაც ვთხო­ვე... მას შემ­დეგ დღე არ გავა, არ მი­ვი­დე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz