დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა | Allnews.Ge

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის აღ­საყ­დრე­ბის (ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ის) დღეს ზე­ი­მობს.

რე­ლი­გი­ის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს მოღ­ვა­წე­ო­ბა ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში მო­უხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, მან გა­ნუ­ზო­მე­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნა­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ულო­ცავს აღ­საყ­დრე­ბის დღეს XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მორ­ჩე­ულ რე­ლი­გი­ურ ლი­დერ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტს, ილია მე­ო­რეს. დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მხნე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ მის უწ­მინ­დე­სო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

myquiz